თეგებით ძიება

ჩვენს ბიჭებს ნამდვილად ეკუთვნით ასეთი მასშტაბური, ძალიან ღირსეული დახვედრა, იმიტომ, რომ ყველაზე ღირსეული ფეხბურთელები გვყავს, კიდევ ერთხელ მადლობა მათ - ირაკლი კობახიძე

ჩვენ ბიჭებს ასეთი მასშტაბური, ძალიან ღირსეული დახვედრა ნამდვილად ეკუთვნით, რადგან ყველაზე ღირსეული ფეხბურთელები გვყავს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მან ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა.

„წარმოუდგენელი სიხარული გვაჩუქეს. ჯერ იყო წარმოუდგენელი მოლოდინი და მერე იყო ამ მოლოდინის წარმოუდგენელი გამართლება. კიდევ ერთხელ მადლობა და ეს მადლობა ეკუთვნის ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს და მთელს ჩვენ ნაკრებს. სექტემბერში ერთა ლიგა იწყება, მერე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი და ახალი ოცნებებიც უნდა ავიხდინოთ“, - აღნიშნა პრემიერმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა