თეგებით ძიება

მე ასეთი საქართველო მინდა - პრეზიდენტმა საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ღონისძიება თავისუფლების მოედანზე, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე გაიმართა. მანამდე პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.

„სასწაულია დღევანდელი დღე. მე ასეთი საქართველო მინდა - გახარებული ამ ბიჭების სასწაულით, მაგრამ სასწაული ასე არ მოდის, ეს არის შრომა, თავდადება, ნიჭი, შემართება, პროფესიონალიზმი, გუნდურობა, ქვეყნის სიყვარული და ეს ყველაფერი ერთად ამათ ისე აქვთ შერწყმულ, რომ მიაღწიეს მიუღწეველს და ეს არის მხოლოდ საწყისი. მათ ძალიან დიდი მადლობა და თქვენ, მათი გულშემატკივრობისთვის“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

საქართველოს ნაკრების ღირსების ორდენით დაჯილდოების თაობაზე გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ერთობლივად მიიღეს. ნაკრებთან ერთად ღირსების ორდენით მთლიანად სამწვრთნელო შტაბი დაჯილდოვდა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სიას ფეხბურთელები ჯიმი ტაბიძე, გაბრიელ სიგუა და საბა ლობჟანიძე დაემატა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ღია ავტობუსი თავისუფლების მოედანზე ცოტა ხნის წინ მივიდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა