მადლობა ბიჭებს, რომლებმაც ბევრი ოფლი დაღვარეს წარმატების მისაღწევად - ვილი სანიოლი
თავისუფლების მოედანზე მოწყობილ სცენაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გულშემატკივარს მოკლე და ემოციური სიტყვით მიმართა:
„მინდა აღვნიშნო, რომ სამნახევარი წელი, რაც აქ ვარ ძალიან გაიწელა. ფეხბურთელებმა ბევრი ოფლი დაღვარეს მიზნის მისაღწევად. იმედი მაქვს, მომდევნო სამნახევარ წელიწადში უკეთესით თუ არა, იგივე შედეგით ავალთ სცენაზე. მადლობა საქართველო“.