რა ეწერა გადამწყვეტი მატჩისას კაშიასთვის მიცემულ წერილში - კაპიტნის პასუხი (ვიდეო)
რა ეწერა ვილი სანიოლის წერილში, რომელიც საქართველო-ესპანეთის თამაშის დროს გუნდის კაპიტანს გურამ კაშიას გიორგი წიტაიშვილმა გადასცა - კითხვა გადაცემა "შუადღის" ჟურნალისტმა კაშიას ექსკლუზიურად დაუსვა.
"არ ვიცი, ვერ წავიკითხე. მე ხომ ვერ ვკითხულობ", - უპასუხა გურამ კაშიამ ჟურნალისტს.
შემდეგ კი აღიარა, რომ წერილი ტექნიკურ გადაადგილებას ეხებოდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, დაეხმარა თუ არა რჩევა გუნდს, კაშია პასუხობს, რომ ვერა, რადგან ესპანეთთან მატჩი 4-1 დასრულდა.