თეგებით ძიება

„ასი ნაცი იყო შეპარული და ისინი უსტვენდნენ კობახიძესო, რომ იძახით, დავიჯერო ორასი ქოცი არ ერია იქაურობაში კობახიძისთვის რომ დაეჭირათ მხარი მქუხარე აპლოდისმენტებით?!“ - ზურაბიშვილი

ანალიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„პატ. ხელისუფლების მომხრეებო.

ასი ნაცი იყო შეპარული ზეიმზე და ისინი უსტვენდნენ კობახიძესო, რომ იძახით, დავიჯერო ორასი ქოცი არ ერია იქაურობაში ან კობახიძისთვის რომ დაეჭირათ მხარი მქუხარე აპლოდისმენტებით ან სალომეს ტაში მაინც გადაეფარათ სტვენით? 

რა თქმა უნდა, ორასი ქოციც იყო და ბევრად მეტიც, მაგრამ მათთვის იმდენად დამაბნეველი აღმოჩნდა პრემიერის მიმართ რეაქცია, რომ აზრზე ვერ მოვიდნენ რა უნდა ექნათ, მით უმეტეს, ისეთ სიტუაციაში, როცა უმრავლესობაში არ იყვნენ.

ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ არა მარტო იქ, ქვეყანაშიც არ ხართ თქვენ უმრავლესობაში და არჩევნებსაც ზუსტად ისე წააგებთ, აზრზე ვერ მოხვალთ.“

ცნობისთვის, ეროვნული ნაკრების დახვედრის ცერემონიაზე ირაკლი კობახიძეს ხალხი სტვენით და „მონას“ ძახილით შეხვდა. მოგვიანებით, ამაზე „ოცნების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს „ნაცმოძრაობის“ მიერ დაგეგმილი პროვოკაცია იყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა