"ნაციონალური მასშტაბის კატასტროფა" - ნიკა გვარამია "ღირსეული პარტნიორის" წვრთნების შეჩერებაზე
"საქართველო როცა ამაში მონაწილეობას არ იღებს, არის ნაციონალური მასშტაბის კატასტროფა," - ამის შესახებ პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამიამ განაცხადა და "ღირსეული პარტნიორის" წვრთნებს შეჩერებას გამოეხმაურა.
"ქართული ოცნებისეული" გამოცდილებითაც კი რეკორდულად საშინელი საკითხია. საქართველოში ომი არ იქნება და თუ ჩვენ ამას ვაცნობიერებთ და თუ ეს დანამდვილებით გვინდა რომ გარანტირებული იყოს, მაშინ უნდა ვიყოთ დაცულები და არ არსებობს მსოფლიოში დაცულობის არანაირი გარანტია, მითუმეტეს როცა რუსეთის მეზობელი ხარ, გარდა დასავლური გარანტიებისა. NATO-ს გარეშე, ევროკავშირის გარეშე ყველაფერი არის ლაყბობა და ტყუილი, ამიტომ საქართველო, როცა ამაში მონაწილეობას არ იღებს, არის ნაციონალური მასშტაბის კატასტროფა," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, აშშ-მა მრავალეროვნული სამხედრო წვრთნა - „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.