თეგებით ძიება

"ივლისი - 2024 წლის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო თვე იქნება" - რას წერს ასტროლოგი რამაზ გიგაური?

ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში წერს, რომ ივლისი, 2024 წლის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო თვე იქნება:

"შეიძლება ითქვას, რომ ივლისი - 2024 წლის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო თვე იქნება. ეს უკავშირდება მარსისა და ურანის შეერთებას, რომელიც იმოქმედებს 7-24 ივლისის შუალედში (პიკს 15 ივლისს მიაღწევს). ამ შეერთების დროს მარსიც და ურანიც თავის მხრივ შეერთებაში იქნებიან ე. წ. „უძრავ“ ვარსკვლავთან - ალგოლთან (კუროს ზოდიაქოში).

მარსი - ასტროლოგიაში ენერგიის, სამხედრო საქმისა და ომის პლანეტაა, ხოლო ურანი - ეს არის მოულოდნელი ცვლილება და ქაოსი. რაც შეეხება ალგოლს - ის კლასიკურ ასტროლოგიაში ძალიან ნეგატიურ, შეიძლება ითქვას, რომ დამანგრეველი ენერგიის ვარსკვლავად ითვლება. აქედან გამომდინარე, ივლისში იმის ალბათობა, რომ მსოფლიოში არსებული პოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო გართულდეს და დამძიმდეს ერთი-ორად მოიმატებს.

7-24 ივლისის შუალედში მოვლენები შესაძლოა განვითარდეს ძალიან სწრაფად, დინამიკურად და დაძაბულად. მოიმატებს კონფლიქტის, ხიფათის, ტექნიკური ავარიების, ტერორისტული აქტების და შეიარაღებული დაპირისპირების ალბათობა. ამ პერიოდში მოსალოდნელია მსოფლიომ მიიღოს ახალი ომი ან ახალი შეიარაღებული ესკალაციაა.

ინდივიდუალურ დონეზე: ეს პერიოდი შედარებით სახიფათო იქნება 14-16 თებერვლის, 15-17 მაისის, 17-19 აგვისტოს და 17-19 ნოემბრის შუალედში დაბადებული ადამიანებისთვის. მათ მართებთ წინდახედულობისა და სიფრთხილის გამოჩენა.ასევე ყურადღება მართებთ იმ ადამიანებს, ვისაც პირადი ჰოროსკოპში, კუროს 27-ე გრადუსში ასცენდენტი, მთვარე ან რომელიმე პლანეტა აქვთ განთავსებული. ამ ადამიანებმა არ უნდა გარისკონ და საკუთარ ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდნენ."


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა