ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაში არსებულ გადანაცვლებებზე: ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეულებრივი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დაანონსება
წინასაარჩევნოდ ოპოზიციაში არსებულ გადანაცვლებებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ეხმიანება და ამბობს, რომ ამ ქმედებაში ახალი არაფერია. მისი თქმით, ეს უკვე კარგად ნაცნობი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დაანონსებაა.
"არც ახალია არაფერი და არც კარგი ძველის გახსენება. ეს არის ჩვეულებრივი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დაანონსება. არც არავინ შემატებიათ ისეთი, რომელიც მანამდე არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობაში", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.