თეგებით ძიება
10. 07. 2024 კულტურა

ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ გიზო კაკაურიძის ვარსკვლავი გაიხსნა

ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ საქართველოს დამსახურებული არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის, საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის წევრის, სატირისა და იუმორის თეატრის დამაარსებლის ალექსანდრე (გიზო) კაკაურიძის ვარსკვლავი გაიხსნა.

ვარსკვლავის გახსნამდე მესხიშვილის თეატრში მსახიობის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

“გიზო კაკაურიძის ვარსკვლავი მისივე მშობლიური თეატრის წინ, მსახიობის განვლილი შემოქმედებითი ცხოვრებისა და საზოგადოებრივი ღვაწლის დაფასებაა”, – აცხადებენ ქუთაისელები.

გიზო კაკაურიძე  1948 წლის 9 მაისს დაიბადა. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და ამავე წლიდან არის ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი. სახასიათო და ლირიკული როლების პარალელურად, კომედიურ როლებსაც თამაშობდა. აკეთებდა სხვადასხვა ცნობილი პიროვნებების პაროდიებს.

1996 წელს დააარსა ქუთაისის სატირისა და იუმორის თეატრი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა