თეგებით ძიება
16. 07. 2024 მსოფლიო

მაკრონმა გადადგომის შესახებ პრემიერ-მინისტრ გაბრიელ ატალის თხოვნა დააკმაყოფილა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გადადგომის შესახებ პრემიერ-მინისტრ გაბრიელ ატალის თხოვნა დააკმაყოფილა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტის ადმნინისტრაციაში აღნიშნეს, გაბრიელ ატალი და მისი მთავრობის წევრები გააგრძელებენმიმდინარე საქმეების მართვას ახალი მთავრობის დანიშვნამდე.

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში „ახალმა სახალხო ფრონტმა“ გაიმარჯვა.

„ახალი სახალხო ფრონტი“ (მემარცხენეების გაერთიანება) პარლამენტში 172-192 ადგილს მიიღებს, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიცია - 150-170 ადგილს, ხოლო მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ - 132-152 ადგილს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა