საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი: ივლისის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში 105 საჰაერო ხაზზე 54 ავიაკომპანია ოპერირებს
ექვსთვიან პერიოდში 14 700-მდე ავიარეისია შესრულებული, - ამის შესახებ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გივი დავითაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ივლისის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში 105 საჰაერო ხაზზე 54 ავიაკომპანია ოპერირებს.
„აღსანიშნავია ისიც, რომ ყველაზე მეტი ავიარეისი ევროპის მიმართულებით არის შესრულებული. ასევე, გაზრდილია რეისების რაოდენობა ჩინეთის მიმართულებით, სპარსეთის ყურის ქვეყნების მიმართულებით და ინდოეთის მიმართულებით“, - აღნიშნა გივი დავითაშვილმა.
2024 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოს აეროპორტები 3 მილიონ ორას ოცი ათას ხუთას 99 მგზავრს მოემსახურა, რაც 30%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას და 29 %-ით მეტია 2019 წლის იანვარ-ივნისში მიღებული მგზავრების რაოდენობაზე. მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 14 ათას 682 ავიარეისი შესრულდა და 2023 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით ფრენების ზრდამ 33%-ი შეადგინა.