თეგებით ძიება

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლის პირადი ცხოვრება აგვისტოში თავდაყირა დადგება

2024 წლის 5 აგვისტოდან პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს და 28 აგვისტოს დაასრულებს. რეტროგრადული მერკურის დროს ყველა სფერო, რომელსაც ის განაგებს, ფერხდება, გართულებულია კომუნიკაცია, დიდია არასწორი, სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებისა და შეცდომების დაშვების რისკი. ჩვენთვის ინფორმაციის აღქმა იმაზე რთულია, ვიდრე სხვა პერიოდებში, გვიჭირს სხვადასხვა ამბის გააზრება, ამის გამო კი შესაძლოა, კონფლიქტურ სიტუაციაშიც აღმოვჩნდეთ, რადგანაც არასწორად აღვიქვათ ის, რასაც გვეუბნებიან. გარდა ამისა, როგორც წესი, რეტროგრადული მერკურის პერიოდში წარსულში დატოვებული ურთიერთობები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თავს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწევს.

ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებზეც რეტროგრადული მერკური განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს და შესაძლოა, წარსულში დატოვებული ურთიერთობების განახლება გადაწყვიტონ:

თევზები

რეტროგრადული მერკური თქვენს პარტნიორულ სექტორში გაივლის, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, სრულიად მოულოდნელად, ნოსტალგიამ შეგაწუხოთ და გადაწყვიტოთ, ყოფილ შეყვარებულს, პარტნიორს შეეხმიანოთ, შეხვედრა სთხოვოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნულ პერიოდში სიზმრებით სამყარო გიბიძგებთ, რომ ურთიერთობის განახლებისკენ კონკრეტული ნაბიჯები გადადგათ. შესაძლოა, პირიქითაც, ყოფილი შეყვარებულისაგან იგრძნოთ ინიციატივა და თავადაც გადაწყვიტოთ, რომ ურთიერთობის განახლებას კიდევ ერთი შანსი მისცეთ.

მერწყული

რეტროგრადული მერკურის დროს, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებმა შესაძლოა, მომატებული ემოციურობა იგრძნონ და ამავდროულად, მოვლენებს ცხადად შეხედონ. მოგიწევთ, უპასუხოდ დარჩენილი შეკითხვები თავიდან დასვათ. წარსულში დატოვებულ ურთიერთობას კვლავ მიუბრუნდეთ, თუმცა ამჯერად, ვარდისფერი სათვალე მოიხსნათ და საბოლოოდ დაასრულოთ ის, რაც ოფიციალურად არ დაგიმთავრებიათ, მაგრამ უკვე ტოქსიკური და საზიანოა. ეს გადაწყვეტილება კი თავისუფლების შეგრძნებას მოგანიჭებთ და გექნებათ შანსი, რომ დრო ახალ, ბევრად უფრო საინტერესო ურთიერთობებს დაუთმოთ.

ტყუპები

აღნიშნულ პერიოდში შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში ყოფილი შეყვარებული, პარტნიორი დაბრუნდეს და ურთიერთობის განახლება გთხოვოთ. რეტროგრადული მერკურის დროს მომატებულ ემოციურობას იგრძნობთ და შესაძლოა, იმპულსური გადაწყვეტილებებიც მიიღოთ. თუმცა, ვიდრე წარსულში დატოვებული ურთიერთობის განახლებას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით, რატომ დასრულდა ის და რა ემოციები დაგრჩათ.

ქალწული

ამ პერიოდში, რაციონალურობასა და ემოციურობას შორის ბალანსის ძიებაში იქნებით. შესაძლოა, გაგიჩნდეთ ძლიერი სურვილი, რომ იმ ურთიერთობას, რომელსაც ერთ დროს თქვენთვის ბედნიერება მოჰქონდა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო დასრულდა, ისევ მიუბრუნდეთ და ნაცნობი, დადებითი ემოციების ძიება დაიწყოთ.

ლომი

რეტროგრადული მერკურის პერიოდში, განსაკუთრებით თვის მეორე ნახევარში, როცა აღნიშნული პლანეტა თქვენს ნიშანში გადავა, შესაძლოა, გაგიჩნდეთ განცდა, რომ ახლა სამყაროს თქვენი გაცილებით უკეთ ესმის. აღნიშნულ დროს შესაძლოა საბოლოოდ გამონახოთ საერთო ენა იმ ადამიანთან, რომელიც ადრე მოგწონდათ, თუმცა ურთიერთობის აწყობა ვერ მოახერხეთ.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა