19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ნუ ინერვიულებთ, თუ უთანხმოების გამო ახლობელ ადამიანს კარგავთ - თქვენ უბრალოდ გაათავისუფლებთ ადგილს ახალი, ნამდვილი მეგობრისთვის. მოერიდეთ ჩხუბს და საჯარო დაპირისპირებას, რაც თქვენს ავტორიტეტზე უარყოფითად აისახება. უხერხულ თხოვნაზე უარის თქმა ნუ მოგერიდებათ. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ, კომპიუტერის მონიტორთან ნაკლები დრო გაატაროთ.
კურო
ცხოვრების ყველა სფეროსთვის დაძაბული დღეა. დილიდან ისეთი მოვლენების მონაწილე გახდებით, რომლებსაც მხოლოდ ქაოსი და უთანხმოება მოაქვს. სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლა უსარგებლოა, ამიტომ გირჩევთ, ნაკლები იაქტიუროთ და დამკვირვებლის როლს დასჯერდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მნიშვნელოვანი საქმეები სამომავლოდ გადადოთ და დაისვენოთ. კარგი იქნება, თუ ამ დღის ქაოსს ქალაქგარეთ გაექცევით და მშვიდ გარემოში განმარტოვდებით.
ტყუპები
ვარსკვლავები დაგეხმარებიან, რომ თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ. იქ, სადაც ეჭვი გაჩნდება, საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ. ქარიზმა, პოზიტიური განწყობა და დიპლომატიური თვისებები ნებისმიერი დაკეტილი კარის გაღებაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დღეა სოციალური ღონისძიებებისთვის, მეგობრებთან შეხვედრებისა და დღესასწაულებისთვის. შეთავაზებაზე დათანხმებას ნუ იჩქარებთ, რადგან შეცდომას ადამიანებთან ურთიერთობაში სერიოზული პრობლემები მოჰყვება.
კირჩხიბი
ამ დღეს ვიღაც თქვენით მანიპულირებას და ყველა თქვენი ნაკლის სააშკარაოზე გამოტანას ეცდება. გირჩევთ, ცოტა ეშმაკობა გამოიჩინოთ და ამ ადამიანს თქვენი ნამდვილი ემოციები არ დაანახოთ. ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისთვის. ადამიანი, რომელსაც ამ დღეს გაიცნობთ, თქვენი კარგი მეგობარი გახდება. სავარაუდოდ, საღამოს სასიამოვნო სტუმრები გელით.
ლომი
ახალი ნაცნობობა, სიამოვნების გარდა, სასარგებლო საქმიან კავშირებს მოგიტანთ. დროა, დაასრულოთ საქმე, რომელსაც გამუდმებით სამომავლოდ ინახავთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია დასვენებისა და განმარტოებისთვის. ურთიერთობებში პრობლემების ასაცილებლად შეიძლება ზოგიერთ ნაცნობთან დამოკიდებულების შეცვლა მოგიწიოთ.
ქალწული
ამ დღეს საერთო ენის პოვნა უახლოეს მეგობართანაც კი გიჭირთ. სინამდვილეში, ყველაფერი ბევრად უფრო მარტივადაა, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. ეცადეთ, პროვოკაციებს არ აჰყვეთ. დიდი შანსია, რომ საკუთარი ილუზიების ტყვედ იქცეთ და თავი მოიტყუოთ, რაც საბოლოოდ ძალიან დაგაზარალებთ. მხოლოდ სიმშვიდე და საღი აზრი დაგეხმარებათ, ეს დღე ჩხუბისა და დაპირისპირების გარეშე დაასრულოთ.
სასწორი
სასწორის სასიცოცხლო ენერგია მცირდება. მოსალოდნელია დაღლილობის შეგრძნება და ქრონიკული დაავადებების გამწვავება. ასეთი პრობლემების თავიდან ასაცილებლად გირჩევთ, ფიზიკურ და გონებრივ დატვირთვას მოერიდოთ. თუ შესაძლებელია, მთელი დღე სახლში დარჩით და დაისვენეთ. გაითვალისწინეთ, რომ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში ტყუილი არ გამოგადგებათ - ამით მხოლოდ საკუთარ თავს დააზიანებთ.
მორიელი
ვარსკვლავები გირჩევენ, ახალი პროექტების დაწყებამდე ძველები დაასრულოთ. ეცადეთ, მთელი ყურადღება ოჯახზე და ყოველდღიური საკითხების გადაჭრაზე გადაიტანოთ. ამ დღისთვის სერიოზული სამუშაო და მნიშვნელოვანი შეხვედრები არ დაგეგმოთ და კომპიუტერთან ნაკლები დრო გაატარეთ.
მშვილდოსანი
ბოლო დროს მოვლენების განვითარებით უკმაყოფილო ხართ, თუმცა მომხდარის მიზეზს ვერ ხვდებით. დახმარებისთვის ისეთ ადამიანს უნდა მიმართოთ, რომელიც სიმართლეს არ დაგიმალავთ. წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, როცა შესაფერისი მომენტის შერჩევას და საკუთარ სიმართლეში სხვების დარწმუნებას შეძლებთ. შესაძლოა, გავლენიანი მფარველი ან სპონსორი იპოვოთ.
თხის რქა
ამ დღეს ნებისმიერ კამათსა და დისკუსიაში გულწრფელობა უნდა გამოიჩინოთ და სიმართლე თქვათ. შეიძლება ეს რთული ან უსიამოვნო იყოს, მაგრამ ემოციურ შვებას და სარგებელს სწორედ ასეთი პოზიცია მოგიტანთ. უფრთხილდით მანიპულატორებს - ვიღაც თქვენს გაბრაზებას და კონფლიქტის გამოწვევას ცდილობს.
მერწყული
შესანიშნავი დროა მოგზაურობისთვის. დაგეგმეთ შვებულება ან უახლოეს შაბათ-კვირას ბუნებაში პიკნიკი მოაწყვეთ. ყურადღება მიაქციეთ ბედის მინიშნებებს და ეცადეთ ნანახიდან სწორი დასკვნა გამოიტანოთ. სავარაუდოდ, შესაძლებლობა გექნებათ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. მთავარია, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
თევზები
ფინანსური პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდება, მაგრამ ისე არა, როგორც თქვენ გეგონათ. საქმიანი მოლაპარაკებები გაჭიანურდება და სასურველ შედეგს არ მოიტანს. უმჯობესია, ინიციატივა არ გამოიჩინოთ - ამ დღეს ეს თქვენ წინააღმდეგ იმუშავებს. გამორიცხული არ არის, რომ ძველი, მცდარი გადაწყვეტილება ბუმერანგივით დაგიბრუნდეთ და ცხოვრება გაგირთულოთ.