20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ საკუთარი პრობლემები და წყენა დაივიწყოთ და გვერდით მყოფ ადამიანებზე იზრუნოთ. შესაძლოა, სამსახურში კოლეგებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ან მეგობრის მხარდაჭერა მოგიწიოთ. გამორიცხული არ არის არჩევანის წინაშეც კი დადგეთ – ფულით დაეხმაროთ, თანამდებობით თუ კავშირებით? ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დახმარებაზე უარი არავის უთხრათ და სიკეთე აუცილებლად ორმაგად დაგიბრუნდებათ.
კურო
შესაძლოა, ამ დღეს თავზე კრიტიკის ქარცეცხლი დაგატყდეთ. გარშემო მყოფებს თქვენი უმცირესი შეცდომაც კი თვალში ხვდებათ. შეცდომები კიდეც რომ არ იყოს, თავად მოიგონებენ, ასე რომ, არ ინერვიულოთ და ეცადეთ, შექმნილ მდგომარეობას იუმორით შეხედოთ.
ტყუპები
ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენს ზურგს უკან რაღაც მნიშვნელოვანი ხდება! შესაძლოა, ვიღაც ინტრიგას ხლართავს, ჭორებს გივრცელებთ ან თქვენი კარიერის დანგრევას ცდილობს. ეცადეთ, ყურადღება გაამახვილოთ და უმცირესი წვრილმანიც კი არ გამოგეპაროთ.
კირჩხიბი
ამ დღეს ყველაზე კარგად გამოგდით საქმე, რომელიც ყურადღებას, მოთმინებას და პუნქტუალურობას მოითხოვს. ამის წყალობით დაგროვილ საქმეებსაც ადვილად გაუმკლავდებით და ფინანსურ პრობლემებსაც მოაგვარებთ. ეს დღე ხელსაყრელია ინვესტიციების, ბიუჯეტის დაგეგმვისა და შოპინგისთვის. ამ დღეს ნაყიდი ნივთი დიდხანს გაგახარებთ, ამიტომ გირჩევთ, მაღაზიები დაიაროთ.
ლომი
ამ დღეს ნებისმიერ საკითხში პირველ ადგილზე საკუთარ თავს აყენებთ. რა გასაკვირია – პლანეტების განლაგება თავდაჯერებისკენ განგაწყობთ. გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, სხვისი აზრის გათვალისწინების გარეშე იღებთ, რაც ნაკლებად სავარაუდოა, გარშემომყოფებს მოეწონოთ. ასე რომ, მზად იყავით კამათისთვის.
ქალწული
ამ დღეს საყვარელ ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ეცადეთ, სამუშაოს თავი დროულად დააღწიოთ, რათა მათთან მეტი დრო გაატაროთ. დაფიქრდით, ახლობელ ადამიანს გულწრფელად ბოლოს როდის ესაუბრეთ? იქნებ თქვენ შორის წყენა დაგროვდა? ურთიერთობების გარკვევა საჭირო არ არის. ერთად სადილობაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ყველაფერი გამოსწორდეს. არადა, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი რა შეიძლება იყოს?
სასწორი
ეს დღე გაიძულებთ, რომ სასწაულის არსებობა დაიჯეროთ. შესაძლოა, დეჟავიუს განცდა გეწვიოთ ან უცნაური მოვლენის მხილველი გახდეთ. არც ისაა გამორიცხული, რომ დიდი სიყვარული გეწვიოთ. რატომაც არა – სიყვარულიც ხომ სასწაულია?
მორიელი
ამ დღეს წარმატებას მხოლოდ ძველი და მარტივი გზით სიარული მოგიტანთ. გაბედული ექსპერიმენტის ჩატარება სხვა დროისთვის უნდა გადადოთ. გახსოვდეთ, რომ დღევანდელი კვერცხი ხვალინდელ ქათამს სჯობს – ძველი, კარგად გამოცდილი მეთოდებით მოქმედება არა მხოლოდ ბიზნესში, არამედ პირად ცხოვრებაშიც დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი
მთელ დღეს გარშემო მყოფებისთვის რჩევის მიცემასა და დარიგებებში გაატარებთ. თქვენი რჩევები ზედმეტად ემოციური, მაგრამ ძალიან ღირებული იქნება. ამასთან, ყველა, ვისაც დახმარების ხელს გაუწვდით, კრიტიკისთვის უნდა მოემზადოს – ამ ადამიანებს შეცდომებსა და ნაკლოვანებებზე დაუნდობლად მიუთითებთ.
თხის რქა
არახელსაყრელი დღეა, თუმცა ამაში დამნაშავე თავად ხართ. დილიდან ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ, რასაც შეიძლება გარშემო მყოფებთან კონფლიქტები, წყენა და გაუგებრობა მოჰყვეს. ამის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, ურთიერთობები მინიმუმამდე შეამციროთ და რაღაც სასარგებლო საქმე აკეთოთ. მაგალითად, შეგიძლიათ სპორტდარბაზში წახვიდეთ ან მხიარულ ფილმს უყუროთ.
მერწყული
ახალი საქმის ან პროექტის დაწყებისთვის არახელსაყრელი დღეა. ასეთი დღე წარმატებისკენ არ განაწყობს და ამას უნდა შეეგუოთ. გირჩევთ, დღეს დინებას მიჰყვეთ. ასე შეიძლება საქმის გაკეთება ვერ შეძლოთ, მაგრამ არც გააფუჭებთ.
თევზები
ამ დღეს გარშემო მყოფებს, განსაკუთრებით საყვარელ ადამიანებს ფაქიზად და მზრუნველობით უნდა მოეპყროთ. თქვენმა მოუთმენლობამ და პრეტენზიებმა შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს, ამიტომ კომპრომისებზე წასვლა მოგიწევთ.