თეგებით ძიება
22. 07. 2024 მსოფლიო

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ტრამპი დავამარცხოთ, ჩვენ გავიმარჯვებთ - კამალა ჰარისი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი ადასტურებს რომ დემოკრატიული პარტიიდან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატი იქნება.

კამალა ჰარისი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს დონალდ ტრამპის დამარცხებისთვის.

ამასთან, კამალა ჰარისი მადლობას უხდის ჯო ბაიდენს. 

"ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გავაერთიანო დემოკრატიული პარტია და ჩვენი ერი, რათა დავამარცხოთ დონალდ ტრამპი და მისი ექსტრემალური პროექტი 2025-ის დღის წესრიგი. არჩევნებამდე გვაქვს 107 დღე. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ და ერთად გავიმარჯვებთ“, - აცხადებს კამალა ჰარისი.  

შეგახსენებთ, ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა