თეგებით ძიება

ტატუს მელანში 22 ტიპის ბაქტერია აღმოაჩინეს - "რისკი ინექციურ ნარკომანიაზე მეტი იყო"

ექიმი-ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი, გადაცემაში "შენი დილა" საყურადღებო კვლევის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რა საფრთხეები შეიძლება ახლდეს ტატუს გაკეთებას:

- 2-3 დღის წინ დაიდო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც FDA-მ ტატუსთან დაკავშირებით ყველას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა. გავითვალისწინოთ, რომ ეს ამერიკაში ხდება. დალუქული მელნები, ტატუს ფლაკონები შემოწმდა და დაახლოებით, მესამედი 22 ტიპის სხვადასხვა ბაქტერიით აღმოჩნდა დაბინძურებული, რაზეც სერიოზული განგაში ატყდა. სპეციალური სლოგანიც კი შექმნეს: "სანამ მელანს შეიყვან, იფიქრე." კვლევის საჭიროება გამოიწვია იმან, რომ კანის სხვადასხვა გართულების შესახებ ბევრი ინფორმაცია დაგროვდა. ერთ-ერთი კომპონენტი თავად ტატუს გაკეთების პროცესში დაშვებული შეცდომები და ამ გზით, ორგანიზმში ინფექციის შეჭრა იყო. მეორეც, გაჩნდა ეჭვი, თავად მასალაშიც ხომ არ არის პრობლემა. ყველამ ვიცით, რომ პროცედურების დროს დაშვებული შეცდომები შეიძლება, კანის სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციის მიზეზი გახდეს. ამავდროულად, შესაძლოა, სისხლით გადამდები ინფექციების წინაპირობაც იყოს. კანის ინფექციებიდან აღსანიშნავია სტაფილოკოკები, ასევე შეიძლება, ადამიანს ვირუსული ინფექციებიც გადაეცეს. მაგალითად, პაპილომა ვირუსი, ჰერპესის ვირუსი. სისხლის გზით გადამდები ინფექციებიდან B და C ჰეპატიტი და აივ-ინფექცია. შარშან მწვავე, ანუ ახალი B და C ჰეპატიტები რომ შემოდიოდა, შესაძლო მიზეზებს ვიკვლევდით. პირველ ადგილზე სტაციონარში 24 საათზე მეტი ყოფნა გავიდა, რაც ძალიან სამწუხაროა, რომ დღემდე ეს პრობლემა გვაქვს. ამის შემდეგ იყო ტატუ-პირსინგი, რომელიც პაციენტებს ბოლო 6 თვის განმავლობაში ჰქონდათ გაკეთებული. წარმოიდგინეთ, რისკი ინექციურ ნარკომანიაზე მეტი იყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა