ფონიჭალა - შორეული გარეუბნიდან სწრაფად მზარდ უბნამდე
ფონიჭალა უბანია თბილისის სამხრეთ ნაწილში, კრწანისის რაიონში. ყოფილი სოფელი სოღანლუღი. იყოფა ზემო და ქვემო ფონიჭალათ. ტერიტორია პირველად მე-18 საუკუნეში მოიხსენიება. მას ეს სახელწოდება 1973 წელს ეწოდა. ფონიჭალა მდებარეობს გარდაბნის ვაკეზე, რუსთავის საავტომობილო გზაზე. საბჭოთა პერიოდში ამ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო მიწები და 20-მდე საწარმო ფუნქციონირებდა. 1980-იან წლებში უბანში საცხოვრებელი კორპუსები აშენდა. ფონიჭალის პროექტი სრულად ვერ განხორციელდა, გეგმის მიხედვით ის 800 ჰექტარზე უნდა განაშენიანებულიყო და 18 ათასამდე ადამიანს უნდა ეცხოვრა. 2006 წელს ქალაქ თბილისს ფონიჭალა ოფიციალურად შემოუერთდა. უბანში ფუნქციონირებს საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებები. უბანი ყოველდღიურად იზრდება და ვითარდება, 2014 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 4,500-ს შეადგენდა. ამჟამად ფონიჭალაში 5,000-ზე მეტი მცხოვრებია.
ყოველწლიურად იგეგმება ახალიმშენებლობები. სამშენებლო კომპანია Solum Development აშენებს ორ 12 სართულიან შენობას, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება საჭირო ინფრასტრუქტურით: სპორტული მოედნებითა და რეკრეაციული სივრცით. ასევე უახლოეს მომავალში განიხილება რამდენიმე კორპუსისაგან შემდგარი მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა.
სოლუმ დეველოპმენტის მშენებარე პროექტი ფონიჭალაში, ლევან ღოღობერიძის N9
შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას თქვენზე მორგებული პირობებისთვის:
მობ: 514 22 11 22