რატომ არ უნდა დალიოთ ყავა გაღვიძებისთანავე?
ყავის დასალევად საუკეთესო დროა 10:00 (თუ ვივარაუდებთ, რომ 7:00 საათზე გაიღვიძებთ).
ამ მატონიზებელი სასმელის ნაადრევად მიღებამ შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს დილაობით ჰორმონ კორტიზოლის ბუნებრივად მომატებული დონე და ზიანი მიაყენოს ორგანიზმს.
ამის შესახებ Daily Mail-ს ბრიტანული ონლაინ კლინიკიდან Dr Fox Pharmacy-დან ექიმმა დებორა ლიმ განუცხადა.
ექიმმა განმარტა, რომ გაღვიძებიდან პირველი 45 წუთის განმავლობაში ორგანიზმში კორტიზოლის დონე პიკს აღწევს. ეს ჰორმონი ზრდის სიფხიზლეს და კონცენტრაციას, ასევე არეგულირებს მეტაბოლიზმს და იმუნურ სისტემას. ყავას აქვს უნარი გაზარდოს კორტიზოლის დონე. ლის თქმით, დილით სასმელის გადაჭარბებულმა მატონიზირებელმა მოქმედებამ შეიძლება მეტი ზიანი მოახდინოს, ვიდრე დადებითი ეფექტი - გამოიწვიოს ჯანმრთელობის დარღვევების პროვოცირება, ტაქიკარდია და გაზარდოს შფოთვის დონე. სწორედ ამიტომ, ყავა უნდა დალიოთ 10:00 საათზე (თუ ვივარაუდებთ, რომ 7:00 საათზე გაიღვიძებთ). ასევე არ არის რეკომენდებული ყავის გვიან დალევა. ყავის ბოლო ჭიქა უნდა დალიოთ დაძინებამდე ექვსი საათით ადრე.