აგვისტოს თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ლომი
ახალ მთვარესთან ერთად თქვენი სახლის ნიშანში, თქვენი თვითშეგნება ამ თვეში გამძაფრდება. კარგი დროა თქვენთვის პირადი მიზნების გადახედვისთვის. გადით გარეთ და აღნიშნეთ თქვენი სეზონი საყვარელ ადამიანებთან ერთად.
ქალწული
ის უნდა გააკეთოთ, რაც გსურთ. ნუ მიაქცევთ საზოგადოების აზრს ყურადღებას, დროა საკუთარ ხმას მოუსმინოთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ბოლომდე გამოავლინოთ თქვენი პოტენციალი.
სასწორი
მეგობრებთან გულწრფელობამ იმის შესახებ, თუ როგორ გრძნობთ თავს, შეიძლება რეალურად გააძლიეროს კავშირები. გაატარეთ ხარისხიანი დრო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებთან ერთად.
მორიელი
თქვენ მიიღებთ გარკვეულ სიცხადეს თქვენი კარიერული მიზნების შესახებ. აგვისტოში ყველაზე დიდი ყურადღება რომანტიკულ ურთიერთობებს უნდა დაუთმოთ, უფრო მეტი დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანთან და ბედნიერებით დატკბეთ.
მშვილდოსანი
გიყვართ თქვენი აზრების დაუყოვნებლივ გახმოვანება, მაგრამ შეეცადეთ, ყურადღება მიაქციოთ იდეებს, რომლებიც ჩნდება თქვენს უფრო მშვიდ მომენტებში. ამ თვეში განიხილეთ სემინარზე დასწრება, რათა გაიგოთ რაიმე ახალი სამყაროსა და საკუთარი თავის შესახებ.
თხის რქა
ეცადეთ, რომ 15 აგვისტომდე დასვენება მოასწროთ და ცხოვრების დაძაბული რეჟიმისგან განიტვირთოთ. თქვენთვის ყველაზე მეტად ბედნიერების მომტანი ოჯახის წევრების გარემოცვაში დროის გატარება იქნება.
მერწყული
ამ თვეში გექნებათ უამრავი შესაძლებლობა, გადააფასოთ თქვენი პირადი ურთიერთობები; ასევე, ახლა საუკეთესო მომენტია იმ ადამიანებთან ურთიერთობის დასასრულებლად, რომლებიც ცხოვრებას გირთულებენ.
თევზები
ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. აგვისტო განტვირთვის, დასვენების, დაფიქრების და საკუთარი თავის პოვნის თვე იქნება. განსაკუთრებული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
ვერძი
დაეყრდენით იმას, რაც ამ თვეში ენერგიას მოგცემთ, იქნება ეს თქვენი განსაკუთრებული ადამიანისთვის დროის გამოყოფა თუ ისეთ ადგილას მოგზაურობა, სადაც აქამდე არასდროს ყოფილხართ.
კურო
ამ პერიოდში ბევრი გაურკვევლობა იჩენს თავს და შესაძლოა, გადაწყვეტილებების მიღება გაგიჭირდეთ მოსალოდნელია კონფლიქტი საყვარელ ადამიანებთან.
ტყუპები
თქვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებთან ურთიერთობა. კომუნიკაცია შეიძლება განსხვავებულად გამოიყურებოდეს იმისდა მიხედვით, თუ ვის ესაუბრებით და არ არსებობს სწორი ან არასწორი გზა ვინმესთან დასაკავშირებლად.
კირჩხიბი
ფინანსებზე ფიქრი ყოველთვის არ არის სახალისო, მაგრამ ამ თვეში გექნებათ შანსი, გადააფასოთ თქვენი მატერიალური ქონება და პროფესიული მიზნები.