პარიზი-2024-ის ორგანიზატორები ბოდიშს იხდიან “საიდუმლო სერობის” სკეტჩით გამოწვეული შეურაცხყოფისთვის!
პარიზის ოლიმპიადის გახსნის ორგანიზატორები კათოლიკეებსა და სხვა ქრისტიანულ ჯგუფებს „საიდუმლო სერობის“ იმიტირებისთვის ბოდიშს იხდიან.
„ცხადია ჩვენი მიზანი არასოდეს ყოფილა რაიმე რელიგიური ჯგუფის მიმართ უპატივცემულობა გამოეჩინა.. გახსნის ცერემონიას უნდა გამოეხატა ტოლერანტობა. ჩვენ გვჯერა რომ ეს მიზანი მიღწეულია. თუ კი ეს ადამიანებმა შეურაცხმყოფლად მიიღეს, ჩვენ ნამდვილად ვწუხვართ“, – თქვა პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის სპიკერმა ენ დეკამპმა პრესკონფერენციაზე.
საქმე ეხება სასცენო დადგმას, რომელშიც იმიტირებული იყო ლეო ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ნახატი „საიდუმლო სერობა“. პერფორმანსში „დრაგ ქვინები“ და ტრანსგენდერი მოდელები მონაწილეობდნენ.
მანამდე, Dailymail -მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარიზის 2024 წლის გახსნის ცერემონიის ოფიციალური ვიდეო წაშლილი იყო ოლიმპიადის ანგარიშიდან.
„დეილი მეილი“ წერს, რომ დაუკავშირდა როგორც ოლიმპიური თამაშების, ისე პარიზის თამაშების წარმომადგენლებს, რომლებსაც ვიდეოს წაშლის მიზეზი არ დაუსახელებიათ.