უკრაინის მთავრობამ კიევში მიიწვია ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
კიევმა უკრაინაში მიიწვია ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი.
პეკინმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თანახმად, საპასუხოდ გამოაცხადა, რომ „დაინტერესებულია“ ამ წინადადებით.
Reuters-ის ცნობაში ნათქვამია, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება თავის ჩინელ კოლეგას გასულ კვირაში შეხვდა პეკინში რუსეთთან ომის დაწყების შემდეგ პირველი ვიზიტის დროს, როცა მათ სამსაათიანი საუბარი გამართეს.
კიევში გამართულ ბრიფინგზე, უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელმა გეორგი ტიჰიმ განაცხადა, რომ „მზად ვართ მივიღოთ ვან ი უკრაინაში, რათა მან თვალნათლივ იხილოს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგები და მასთან ასევე გავმართოთ უფრო ღრმა მოლაპარაკება ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო თემების გარშემო“.
ჩინეთს რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ ნეიტრალური პოზიცია აქვს, მაგრამ 2022 წელს ომის დაწყებიდან მალევე, პეკინმა რუსეთთან „შეუზღუდავი“ პარტნიორობის შესახებ განაცხადა და მაისში მოლაპარაკებებზე პეკინში უმასპინძლა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს.