თეგებით ძიება

რა ფასად იქირავებთ ბინას თბილისის უბნებში?

თბილისში უძრავი ქონების ფასები ყოველდღიურად იზრდება, არამხოლოდ ბინის გასაყიდი ღირებულება, არამედ მისი დაქირავებაც. მიუხედავად იმისა, რომ წელს ბინის გაქირავების ფასი მეტნაკლებად დასტაბილურდა, 2022-23 წლის ბუმის შემდეგ (გამოწვეული იყო უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიითა და ამ უკანასკნელში სამხედრო გაწვევებით) ის მაინც მაღალ ნიშნულზე რჩება.

თბს კაპიტალის 2023 წლის კვლევით დედაქალაქში 1 კვ.მ. ბინის დაქირავების საშუალო ფასი 13 დოლარია, ხოლო უკანასკნელი მონაცემებით 11.6 დოლარი. ფასები შედარებით დაბალია გარეუბნებში, სადაც კვადრატულის ფასი საშუალოდ 7.5-8 დოლარიდან იწყება. Galt & Taggart-ის 2024 წლის კვლევით თბილისში 1 კვ.მ. ბინის საშუალო ქირის ფასი 9.9 დოლარია. თუ პოპულარულ ვებსაიტ Numbeo.com-ს დავუჯერებთ 3 საძინებლიანი ბინის ქირაობა ფართო ცენტრში საშუალოდ 2000 ლარი დაგიჯდებათ, ცენტრში კი დაახლოებით 3500 ლარი.

ქირის საშუალო შეწონილი ფასები უბნების მიხედვით ასე გამოიყურება (აშშ დოლარი/1 კვ.მ.) :

  • ვაკე - 15.2
  • მთაწმინდა - 14.0
  • საბურთალო - 11.8
  • ჩუღურეთი - 10.8
  • კრწანისი - 10.7
  • ისანი - 10.5
  • დიდუბე - 9.4
  • ნაძალადევი -9.0
  • ვაშლიჯვარი - 8.2
  • გლდანი - 8.1
  • დიდი დიღომი - 7.9
  • სამგორი - 7.9

ბინის ქირის სიძვირის გამო, მრავალმა მოქალაქემ გადაწყვიტა თანხები ბინის შეძენისკენ მიემართა,  რაც გონივრული ინვესტიციაა მათ მომავალში. სამშენებლო კომპანია "ალფა სახლი", გთავაზობთ მასშტაბურ პროექტს - "სხვა უბანი დიდ დიღომში". პროექტი არის უბანი-უბანში, უზრუნველყოფილი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურითა და 60,000 კვ.მ. მწვანე სივრცით. ალფა სახლი აცხადებს ექსკლუზიურ აქციას: იხდი ქირას, ყიდულობ ბინას! 

დეტალებისთვის ეწვიეთ კომპანიის საიტს ან დაუკავშირდით მარტივ ნომერზე: *71 *71


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა