სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლის ოქროსმედალოსანმა, ბარბარე ღავთაძემ ეროვნულ გამოცდებში ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე, ბარბარე ღავთაძე ერთ-ერთია იმ წარმატებულ აბიტურიენტთა შორის, რომელმაც ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა. მან ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო:
ქართული ენა 60/60;
უცხოური ენა 70/70;
ისტორია 60/60.