თეგებით ძიება

პატივი მივაგეთ დაღუპულ გმირებს, ასეთი ადამიანების გმირობასა და თავგანწირვაზე დგას საქართველოს სიძლიერე და სიმტკიცე - ირაკლი ჩიქოვანი

ჩვენ პატივი მივაგეთ დაღუპულ გმირებს. ასეთი ადამიანების გმირობასა და თავგანწირვაზე დგას საქართველოს სიძლიერე და სიმტკიცე, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც მან პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

"დღეს არის ერთ-ერთი უმძიმესი დღე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. ჩვენ პატივი მივაგეთ დაღუპულ გმირებს. ასეთი ადამიანების გმირობასა და თავგანწირვაზე დგას საქართველოს სიძლიერე და სიმტკიცე. ჩვენ თავდაცვის სამინისტროში, თავდაცვის ძალებში ვართ ერთი დიდი ოჯახი, ვდგავართ ერთად, ერთმანეთის გვერდიგვერდ, რა თქმა უნდა, ვართ ამ ოჯახების გვერდით და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მათთვის არსებული საჭიროებები უზრუნველყოფილი იყოს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა