თეგებით ძიება

ვის შეუძლია გახდეს მილიონერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანი განსხვავებულად უდგება ფინანსურ საკითხებს. ასტროლოგები გვარწმუნებენ, რომ ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს გახდებით თუ არა მილიონერი.

ვერძი

ვერძი აზარტულად გამოიმუშავებს და ხარჯავს ფულს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ყოველთვის აქვთ საჭირო ენერგია სოლიდური თანხის შესაგროვებლად. რაც მთავარია, მათ ვარსკვლავებიც წყალობენ. თუ ვერძი მატერიალურ მიზანს დაისახავს აუცილებლად მიაღწევს მას.

კურო

კურო რაციონალურად მსჯელობს. იცის, რომ თუ დღეს ათ ლარს გადადებს, ხვალ თანხა არ გაორმაგდება. სამაგიეროდ თუ ყოვედღე ათ ლარს შეინახავს, თვის ბოლოს 300-310 ლარი შეუგროვდება. კუროს შავი დღისთვის ყოველთვის აქვს ფული გადადებული. ჩვეულებრივ, მას ნებისმიერი ფინანსური კრიზისის დაძლევა შეუძლია.

ტყუპი

ტყუპები ფულით მომენტალურ სიამოვნებას იღებენ, მაგალითად ერთობიან, თვრებიან, კლუბებსა და ბარებში დადიან. ამასთან ერთად ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ხელგაშლილობით გამოირჩევიან, შეუძლიათ სოლიდური თანხა უცხოსაც კი აჩუქონ. გასაკვირი არ არის, რომ მათი საფულე ადვილად ცარიელდება.

კირჩხიბი

კირჩხიბი მიდრეკილია ფულის შეგროვებისკენ, თუმცა გამდიდრება მაინც უჭირს. მას თავდაჯერებულობა აკლია და თან ძალიან ცვალებადია. სწორედ ეს ორი კომპონენტი მიზნის მიღწევაში ხელს უშლის. თუ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი შიშსა და ეჭვებს დაამარცხებს, დიდი კაპიტალის მფლობელი გახდება.

ლომი

ლომი ცდილობს ყოველთვის იმაზე მდიდარი გამოჩნდეს, ვიდრე რეალურად არის. სამწუხაროდ, ლომს ფულის გამომუშავება არ უყვარს და, სიმართლე რომ ვთქვათ, არც ეხერხება. ის ძალიან ზარმაცია. არსებობენ გამონაკლისებიც, შრომაზე ფსიქოლოგიურად დამოკიდებული ლომები. თუმცა მათაც კი სჭირდებათ ხოლმე სავარძელზე წამოწოლა და ტელევიზორის ყურება. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი არც თუ ისე სანდოა ფინანსურ საკითხებში.

ქალწული

ქალწული ძალიან მშრომელი ზოდიაქოს ნიშანია. შეიძლება მას დიდი ხელფასი არ ჰქონდეს, მაგრამ ფული ყოველთვის ჰყოფნის. ქალწულს შეუძლია ბედნიერი იყოს იმით რაც აქვს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი მილიონერი დიდი შრომისა და მსხვერპლშეწირვის შემდეგ გახდება.

სასწორი

სასწორი განსაკუთრებით დაკვირვებულია ფულის ხარჯვისას. მას ყველაფერი დაგეგმილი და გათვლილი აქვს. თუნდაც ბანკიდან აღებული კრედიტი, რომელიც რამდენიმე წელიწადის განმავლობაში ნელ-ნელა უნდა დაფაროს. სასწორები ხშირად მაღალანაზღაურებად პოზიციაზე მუშაობენ.

მორიელი

მორიელი მოულოდნელობებით სავსე ნიშანია. შეიძლება ერთ დღეს ბანკის ანგარიშიდან მთელი ფული მოხსნას და დახარჯოს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მორიელი ასეთი რადიკალურ გადაწყვეტილებებს იშვიათად იღებს. სხვა დროს ის კონცენტრირებულია ბევრი ფულის შოვნაზე და მიზნის მიღწევას ახერხებს კიდეც.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი არაჩვეულებრივად აცნობიერებს, რომ მატერიალური დოვლათის შესაქმნელად ავტორიტეტი და გავლენაა საჭირო. სწორედ ამიტომ ცდილობს კარიერა გაიკეთოს და სახელი გაითქვას. სამწუხაროდ, არსებობენ ისეთი მშვილდოსნებიც, რომლებიც თვითრეალიზებას ვერ ახერხებენ.

თხის რქა

თხის რქა ყველაზე მიზანდასახული ნიშანია. შრომისმოყვარეობის საშუალებით ის აუცილებლად გამდიდრდება. იგი წარმატებული 30-40 წლის ასაკში ხდება. ფინანსებს რაციონულად განაგებს, თავს სიგიჟეების ჩადენის უფლებას არასდროს აძლევს და იშვიათად რისკავს.

მერწყული

მერწყულისთვის ფული საინტერესო არ არის. მისთვის უფრო მნიშვნელოვანია იდეები მოიფიქროს, ვიდრე ფული იშოვოს მათ განსახორციელებლად. ისინი იშვიათად ხდებიან მილიონერები. მერწყული არასდროს შეიმუშავებს ფულის შოვნის მეთოდიკას, იმიტომ რომ წინასწარ გათვლილი ცხოვრება მისთვის მოსაწყენია.

თევზები

თევზებს ფული უყვართ. თუ ცნობილ მილიონერებს გადახედავთ აღოაჩენთ, რომ უმეტესობა თევზის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ არის დაბადებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა