9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ფიქრობთ, რომ ამ დღეს ყველაფრის მიღწევა შეგიძლიათ, მაგრამ ცდებით - დაბრკოლება შეიძლება ზუსტად მაშინ წარმოიშვას, როდესაც ყველაზე ნაკლებად ელით, ასე რომ ნუ მოდუნდებით. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები. ისეთ წვრილმანებზე იკამათებთ, რასაც სხვა დროს ყურადღებას არ მიაქცევდით.
კურო
კარგი დღეა ახალი საქმის დასაწყებად. სასურველი შედეგის მისაღწევად მოულოდნელ, მაგრამ ძალიან ეფექტიან გზას იპოვით. შესაძლოა, ძველ ნაცნობებს შეხვდეთ და ფინჯან ყავასთან წარსული გაიხსენოთ. დღის მთელი მეორე ნახევარი ხელსაყრელია სასწავლო და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. იდეების ნაკლებობა არ უჩივით. გამოჩნდება ადამიანი, რომელიც დახმარებას შემოგთავაზებთ.
ტყუპები
ამ დღეს სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ - ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებმა შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. დიდი ხნის წინ შეძენილი ცოდნა და გამოცდილება ძალიან გამოგადგებათ. ცდილობთ, თქვენთვის ძვირფას ადამიანებს ასიამოვნოთ და მათგანაც საპასუხო ყურადღებას იღებთ. საღამოს მოსალოდნელია სასიამოვნო საჩუქრები და რომანტიკული სიურპრიზები.
კირჩხიბი
ამ დღეს შეიძლება ძველ ნაცნობებს ან კოლეგებს შეხვდეთ, რომლებსაც თქვენთვის კარგი სიახლე ან საინტერესო შეთავაზება ექნებათ. დღის პირველი ნახევარი მოულოდნელ შემოსავალს გპირდებათ. საღამოს საშუალება გექნებათ, დიდი ხნის წინ დაგეგმილი საქმე განახორციელოთ. გირჩევთ, ეჭვებისგან გათავისუფლდეთ და იმოქმედოთ. საღამოს რომანტიკული სიურპრიზები გელით.
ლომი
შეეცადეთ, მოთმინება და მეგობრული დამოკიდებულება გამოიჩინოთ მათთანაც კი, ვინც თქვენს პროვოცირებას და წონასწორობიდან გამოყვანას ცდილობს. ამ დღეს კარგი ურთიერთობის თუნდაც ფორმალურად შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ამას მალე მიხვდებით. თავი შეიკავეთ რჩევა-დარიგებებისგან, როცა ამას არავინ გთხოვთ. დროა, რთული პრობლემების გადაჭრის ახალი გზა მოიფიქროთ და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.
ქალწული
ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი, სასიამოვნო დღეა. სირთულეების არ გეშინიათ და ახალ საქმეებს ენთუზიაზმით ეკიდებით. თქვენი ძალისხმევის შედეგები ხშირად მოსალოდნელზე უკეთესია.
ადამიანები, რომლებიც თქვენს შესაძლებლობებს ადრე არ აფასებდნენ, ახლა მზად არიან, აზრი შეიცვალონ. გამორიცხული არ არის, რომ გავლენიანი მოკავშირეები გაიჩინოთ.
სასწორი
ურთიერთობისთვის ხელსაყრელი დღეა. გარშემო მყოფებს მოსწონხართ. ისეთებსაც კი, რომლებიც ყველას მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი. მიმდინარე საქმეებში მოსალოდნელია შეფერხება, მაგრამ ამის გამო არ უნდა ინერვიულოთ - ადრე თუ გვიან, ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ. გამოცდილება გეხმარებათ, რომ გაურკვეველ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ.
მორიელი
პიროვნული ხიბლი და მეგობრული დამოკიდებულება დაგეხმარებათ, მიზანს სწრაფად და მარტივად მიაღწიოთ. შეიძლება საინტერესო შეთავაზება მიიღოთ, რომელიც დროულად უნდა განიხილოთ და თუ საჭიროა, რჩევა გამოცდილ კოლეგებს სთხოვოთ. ყურადღება მიაქციეთ ოჯახის უფროსი წევრების ჯანმრთელობას. ეცადეთ საკუთარი პირობა შეასრულოთ, თორემ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვან ადამიანებს გაანაწყენებთ.
მშვილდოსანი
დღის პირველი ნახევარი გაცილებით ხელსაყრელია, ვიდრე მეორე. ეს ფაქტორი სერიოზული პრობლემების გადაჭრის დროს უნდა გაითვალისწინოთ. რაც უფრო მეტი დრო გადის, გარშემო მყოფებთან, მათ შორის, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა უფრო რთულდება, მაგრამ თქვენ იპოვით საშუალებას, რომ კონფლიქტები თავიდან აიცილოთ. საღამო სასიამოვნო სიახლეს გპირდებათ.
თხის რქა
დღის დასაწყისი ხელსაყრელია, ამიტომ სამომავლოდ არაფერი გადადოთ. სწორედ დილით იქნება წარმატების მიღწევის შანსები განსაკუთრებით მაღალი. ეს დრო ასევე შესაფერისია მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმართვისა და მოკავშირეების მოძებნისთვის. შუადღის შემდეგ პოზიტიური ტენდენციების გავლენა მცირდება. მოსალოდნელია მცირე სირთულეები, რომლებიც ძალიან გაგაღიზიანებთ.
მერწყული
რთული და დაძაბული დღეა. გარშემო მყოფებთან დაპირისპირება გარდაუვალია, რადგან ემოციების მართვა გიჭირთ და წონასწორობას ადვილად კარგავთ. სირთულეებს ყველაზე ადვილად ის გაუმკლავდება, ვისაც საიმედო მეგობრები ჰყავს. ფინანსურ საქმეებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ნუ დახარჯავთ ფულს იმაზე, რის გარეშეც მშვენივრად შეგიძლიათ გაძლოთ.
თევზები
ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისა და ახალი ნაცნობობისთვის. ადამიანებთან საერთო ენას ადვილად პოულობთ და ინტუიცია გიკარნახებთ, ვის შეიძლება დაეყრდნოთ და ვის არა. საბუთების მომზადების და სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ურთიერთობისას მოსალოდნელია პრობლემები და მათ დასაძლევად მოთმინების და შეუპოვრობის გამოჩენა მოგიწევთ.
წყარო: ფანთაიმი