რას მოუტანს თითოეულ ადამიანს 11-დან 18 აგვისტომდე პლანეტა მარსისა და იუპიტერის კარმული შეერთება
11-დან 18 აგვისტომდე ტყუპების ნიშანში პლანეტა მარსისა და იუპიტერის კარმული შეერთებაა.
პლანეტა მარსი – ვერძის ნიშანში მომავლის კვანძის ენერგიას განკარგავს. ამიტომ, მისი ნებისმიერი ტრანზიტი კარმულია, იწვევს დიდ ცვლილებებს და ადამიანებს სამომავლო წარმატებებში ეხმარება. იუპიტერი კი მსოფლმხედველობის გაფართოებაზე, ცოდნის მიღებაზე, მოგზაურობასა და ახალ თავგადასავლებზეა პასუხისმგებელი. შესაბამისად, ამ ორი პლანეტის გაერთიანებას ასტროლოგიაში მნიშვნელოვან მოვლენად თვლიან.
ამ პერიოდში მოგზაურობა და ახალი თავგადასავლები თქვენთვის იმაზე ბევრად საინტერესო იქნება, ვიდრე გეგმავდით. ახლა გაქვთ შანსი, არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთოთ და დაგეგმოთ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისაკენ შეცვლის.
გარდა ამისა, ეს დღეები ძალიან ძლიერი ენერგიით ხასიათდება. ამიტომაც, შესაძლოა, პირად ცხოვრებაში სრულიად დაუგეგმავი, მაგრამ სასიამოვნო სიახლეები შეგხვდეთ და ტრანსფორმაცია ამ მიმართულებითაც დაიწყოთ.
შესანიშნავი პერიოდია ახალი საქმეების წამოსაწყებად და ცოდნის მისაღებად. წარმატების გაცილებით მეტი შანსი გექნებათ.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ორი პლანეტის კარმული შეერთება ტყუპების ნიშანში ხდება. ტყუპები კი კომუნიკაციაზე, მოგზაურობაზე, მარკეტინგზე, ფინანსურ ოპერაციებზეა პასუხისმგებელი. თუ თქვენ ონლაინ ბიზნესი გაქვთ ან დიდი ხანია, ინვესტორის ზარს ელოდებით, შესაძლოა, ნანატრი შეთავაზება, წარმატება ზუსტად ამ პერიოდში მოვიდეს თქვენთან და კიდევ უფრო მეტი მოტივაცია იგრძნოთ. აღნიშნულ დღეებში გაფორმებული ხელშეკრულებები კი გაცილებით შედეგიანი და სასარგებლო იქნება.
გექნებათ საკმარისი შემართება, რომ თქვენს ცხოვრებაში წარმატებებისაკენ რეალური ნაბიჯები გადადგათ. ამიტომაც, გამოიყენეთ აღნიშნული დღეების ენერგია იმისათვის, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი საქმეები წამოიწყოთ.