ვრცელდება დამანგრეველი მიწისძვრის მომენტში გადაღებული კადრები - რა გაფრთხილება მიიღეს მოქალაქეებმა? (იაპონია)
მედიის ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც იაპონიაში მოსალოდნელი მეგამიწისძვრის შესახებ გაფრთხილება გავრცელდა. განცხადებაში მოქალაქეებს მოუწოდებენ, სიფხიზლე შეინარჩუნონ, თუმცა ხაზგასმულია, რომ გაფრთხილება არ ნიშნავს, რომ მიწისძვრა გარდაუვალია.კუნძულ კიუსიუს სამხრეთ ნაწილში 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა გუშინ დაფიქსირდა. სტიქიას მსხვერპლი და არ მოჰყოლია.