1990 წლამდე აშენებული შენობების აბსოლუტური უმრავლესობა 6.0 მაგნიტუდაზე ძლიერ მიწისძვრას ვერ გაუძლებს
მთელი საქართველო და მათ შორის თბილისი მაღალი სეისმური რისკის ზონაშია, რაც ნიშნავს რომ რეგიონს ძლიერი მიწისძვრები ემუქრება. ბუნებრვი კატასტროფის წინასწარ პროგნოზი შეუძლებელია, თუმცა მშენებლობისას აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომები. დღეს დედაქალაქში, სამშენებლო სტანდარტით შენობები 8 ბალს უნდა უძლებდეს (მაგნიტუდის შკალა 6.0-6.4). ბალი მოძველებული და სიმბოლური საზომია, რომელიც უკვე მომხდარი მიწისძვრის ეფექტს ზომავს. წარსულში აპრობირებული MSK სისტემა და შედარებით თანამედროვე მერკერის ინტენსივობის სკალა შემდეგ მაგნიტუდებს შეესაბამება (მიწისძვრის საზომი ძირითადი ერთეული):
- 3 მაგნიტუდაზე მცირე მიწისძვრა - 1-2 ბალს შეესაბამება.
- 3.5-3.9 მაგნიტუდა - 3 ბალს
- 4.0-4.4 მაგნიტუდა - 4 ბალს
- 4.5-4.9 მაგნიტუდა - 5 ბალი
- 5.0-5.4 მაგნიტუდა - 6 ბალი
- 5.5-5.9 მაგნიტუდა - 7 ბალი
- 6.0-6.4 მაგნიტუდა - 8 ბალი
- 6.5-6.9 მაგნიტუდა - 9 ბალი
- 7.0-7.4 მაგნიტუდა - 10 ბალი
- 7.5-7.9 მაგნიტუდა - 11 ბალი
- 8+ მაგნიტუდა - 12 ბალი
1990 წლამდე თბილისი მოქცეული იყო 7 ბალიანი ზონაში და შენობების გამძლეობაც ამაზე იყო გათვლილი. რეგიონში 1988 წლის სპიტაკის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ (მაგნიტუდით 6.8) გადაიხედა სეისმური დარაიონება. დედაქალაქში შენობათა უდიდესი ნაწილი 1970-იან წლებშია აშენებული, ძირითადად ასაწყობი პანელის კონსტრუქციებით. ამჟამად ეს შენობები დაზიანებულია და არცისე უსაფრთხო. 2002 წელს 4.8 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრამ თბილისში მსხვერპლი და შენობების დაზიანება გამოიწვია. საბჭოთა დროს აშენებული შენობების აბსოლუტური უმრავლესობა 6.0 მაგნიტუდას ვერ გაუძლებს. ეს გამოცდილებამაც აჩვენა 1988 წლის სპიტაკის მიწისძვრამ 38,000 ადამაინი შეიწირა და რამდენიმე დასახლება თითქმის სრულად დაანგრია. თანამედროვე კორპუსებმა კი წესით 6.5 მაგნიტუდამდე მიწისძვრას უნდა გაუძლოს.