12 – 18 აგვისტო - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ვერძი
ამ კვირაში არ არის თქვენი ამბიციების დემონსტრირების დრო. თავდაჯერებულობაც შეიძლება ზედმეტი იყოს; შეეცადეთ, გაუგოთ თქვენს საყვარელი ადამიანებს და იზრუნოთ მათზე. ახლა არ არის რეკომენდებული რაიმე დაპირებების მიცემა, ობიექტური მიზეზების გამო ვერ შეძლებთ მათ შესრულებას. პარასკევი კარგი იქნება სამეცნიერო, შემოქმედებითი თუ სხვა ინტელექტუალური სამუშაოსთვის. კვირას შეეცადეთ, მინიმუმამდე დაიყვანოთ კონტაქტები და მშვიდ გარემოში დაისვენოთ.
სასიკეთო დღეები: 13, 17.
არასასიკეთო დღე: 15.
კურო
ხელსაყრელი დრო მოდის გადამწყვეტი მოქმედებისთვის, ცვლილებებისა და მომავალი მოვლენების მკაფიო დაგეგმვისთვის. ამ კვირაში ზოგიერთმა თქვენგანმა შესაძლოა მიიღოს ახალი სამუშაო შემოთავაზება. ხუთშაბათს, სავარაუდოდ, ახალი სასარგებლო ნაცნობობა გელით, საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დაეყრდნოთ მეგობრების მხარდაჭერას. კვირის ბოლომდე შეამცირეთ თქვენი დატვირთვა მინიმუმამდე და არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები. კვირას შეეცადეთ, არ იკამათოთ საყვარელ ადამიანებთან, შეინარჩუნეთ წონასწორობა!
სასიკეთო დღეები: 14, 18.
არასასიკეთო დღე: 16.
ტყუპი
ამ კვირაში, დიდი ალბათობით, მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს თქვენს პირად თუ პროფესიულ ცხოვრებაში, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს თქვენს მომავალზე. შეიძლება ითქვას, რომ ემოციური თვალსაზრისით საკმაოდ წარმატებული კვირა გელით. მაგრამ ფრთხილად იყავით ფულთან დაკავშირებულ საკითხებში, რადგან ვარსკვლავები ფინანსურ ზარალზე მიანიშნებენ. პარასკევს დაფიქრდით, რის შეცვლა გსურთ პროფესიულ ასპარეზზე, ძალიან მალე გექნებათ ასეთი შესაძლებლობა. შაბათ-კვირა ხელსაყრელია მოგზაურობისთვის.
სასიკეთო დღეები: 12, 18.
არასასიკეთო დღე: 14.
კირჩხიბი
ეს კვირა სიზარმაცის დამარცხებით უნდა დაიწყოთ და აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას. სამსახურში ვითარება რადიკალურად გაუმჯობესდება, შემოსავალი გაიზრდება და პირადი ცხოვრებაც მოგვარდება, ამიტომ იყავით უფრო აქტიური. თქვენ შეძლებთ ყველა კავშირის სრულყოფილად გამოყენებას, მაგრამ სიძნელეების დასაძლევად სიმტკიცეა საჭირო. თუ ვერ აკონტროლებთ სიტუაციას, მოთმინება და სიმშვიდე დაგეხმარებათ, იპოვოთ გამოსავალი. შაბათ-კვირას შეეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ.
სასიკეთო დღეები: 13, 15.
არასასიკეთო დღე: 17.
ლომი
ამ კვირაში შეეცადეთ, საფუძვლიანად გააანალიზოთ ახალი იდეები და გეგმები, ყურადღება მიაქციოთ ხარვეზებს, აღმოფხვრათ ისინი და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ მათი განხორციელება. მთელი კვირა იქნება ძალიან დატვირთული, სავარაუდოა ახალი ნაცნობობა, შეხვედრები, მოგზაურობები და დიდი რაოდენობით ახალი ინფორმაციის მიღება. შეეცადეთ, იყოთ მაქსიმალურად დიპლომატიური და ყურადღებიანი გარშემო მყოფების მიმართ. კარგი იქნება, თუ შაბათ-კვირას მეგობრებთან ერთად გაატარებთ.
სასიკეთო დღეები: 14, 15.
არასასიკეთო დღე: 18.
ქალწული
ეს კვირა შეიძლება სასიამოვნო სიურპრიზებით დაიწყოს. გამოიყენეთ თქვენი შვებულება გარემოს შესაცვლელად, დაისვენეთ საქმისა და საზრუნავებისგან, მათ მოგვარებას სხვა დროსაც შეძლებთ. ზოგიერთი თქვენგანისთვის ახალი რომანტიკული ურთიერთობა ცხოვრების ყველა სფეროში წარმატების მიღწევის სტიმული გახდება. ამ კვირაში თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი დღე პარასკევი იქნება. იზრუნეთ საკუთარ თავზე, მაგრამ ნუ დაივიწყებთ გარშემო მყოფებს, აკონტროლეთ თქვენი ემოციები, რათა უნებურად ვინმე არ გაანაწყენოთ.
სასიკეთო დღეები: 13, 16.
არასასიკეთო დღე: 12.
სასწორი
ამ კვირაში დაწყებული თითქმის ყველა საქმე უნდა დასრულდეს. არაფერი არ გადადოთ შემდეგისთვის. გლობალური ცვლილებები შესაძლებელია თქვენს პირად ცხოვრებაში – სურვილებს აისრულებთ! თუ მოინდომებთ, ვარსკვლავების გავლენით, მთების გადაადგილებასაც კი შეძლებთ. მთავარია ეჭვი არაფერში შეგეპაროთ და იმოქმედოთ. კვირის ბოლოს შეეცადეთ დრო გამონახოთ და დიდი ხნის უნახავი ახლობლები მოინახულოთ.
სასიკეთო დღეები: 14, 16.
არასასიკეთო დღე: 15.
მორიელი
ამ კვირაში დაგეგმილ კურსს არ უნდა გადაუხვიოთ. სამსახურში შეგიძლიათ მიაღწიოთ ბრწყინვალე შედეგებს, გაიზრდება თქვენი ავტორიტეტი და სოლიდური მოგების იმედიც უნდა გქონდეთ. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი საქმეების და პროექტების დასრულება, თუმცა შეთანხმება, რომელიც დაგეგმილი გქონდათ, ალბათ ამ კვირაში არ მოხდება. შეეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ მისცეთ წვრილმან უსიამოვნებებს უფლება, შეგაწუხოთ. ეს კვირა არ არის საუკეთესო დრო ხანგრძლივი მოგზაურობისთვის, თუ შესაძლებელია, გადადეთ ის უახლოეს მომავლისთვის.
სასიკეთო დღეები: 12, 17.
არასასიკეთო დღე: 14.
მშვილდოსანი
ამ კვირაში სამუშაომ შეიძლება მოითხოვოს თქვენგან დამატებითი ძალისხმევა, ამიტომ ჯობს, დაუყოვნებლივ გადაწყვიტოთ, რამდენად შეგიძლიათ რეალურად გაუმკლავდეთ მას და არავითარ შემთხვევაში არ დაეთანხმოთ ამ ლიმიტის გაზრდას. ნუ ჩაეჭიდებით პატარა ამოცანებს, კონცენტრირდით უფრო დიდ მიზნებზე. არ დაიშუროთ დრო და ძალისხმევა ახალი პარტნიორების სანდოობის შესამოწმებლად, მხოლოდ ამის შემდეგ აქვს აზრი ერთობლივი მუშაობის დაწყებას. ახალმა იდეებმა და კონტაქტებმა შეიძლება წარმატება მოგიტანოთ, მაგრამ, ამავდროულად, შეეცადეთ თავიდან აიცილოთ ზედმეტი, უსარგებლო შეხვედრები.
სასიკეთო დღეები: 15, 18.
არასასიკეთო დღე: 13.
თხის რქა
ამ კვირაში შესაძლოა ეჭვიანობამ და გაღიზიანებამ დაგძლიოთ. ნუ ეცდებით თქვენი და სხვისი პრობლემების ერთბაშად მოგვარებას, თორემ კვირის ბოლოს ენერგიის დაკარგვას იგრძნობთ. ბევრ თქვენგანს, სავარაუდოდ, კარიერული წინსვლა ელის. პარასკევს საუბარში მკაფიოდ დააფიქსირეთ თქვენი მიზნები, ეს თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოგვიანებით. შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ მეგობრებს, ნათესავებსა და მეზობლებს, ამით კეთილ საქმეს გააკეთებთ არა მხოლოდ მათთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც.
სასიკეთო დღეები: 12, 17.
არასასიკეთო დღე: 16.
მერწყული
ამ კვირაში შვებულება გიწევთ, მაგრამ საქმეში მაინც კისრამდე ხართ ჩაფლული. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი აუცილებლად უნდა მოაგვაროთ და უფრო წყნარად დაისვენებთ. გაითვალისწინეთ, რომ ბევრი რამ, რასაც ამ კვირაში ისურვებდით, შესაძლოა ახდეს, თუმცა საჭიროა აქტიურობა. ისწავლეთ ძველისა და ახლის შერწყმა, უარყავით ყველაფერი არასაჭირო. შაბათ-კვირას შეგიძლიათ ქალაქგარეთ მეგობრებთან ერთად არაჩვეულებრივად გაატაროთ დრო.
სასიკეთო დღეები: 16, 18.
არასასიკეთო დღე: 14.
თევზები
ამ კვირაში მზად უნდა იყოთ სრულიად მოულოდნელი მხრიდან კრიტიკის მოსასმენად. მიიღეთ ის მშვიდად და კონსტრუქციულად და გამოიყენეთ თვითგანვითარებისთვის. ვარსკვლავების გავლენამ შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ ზოგიერთი ნაშრომისა და დოკუმენტის მომზადებისას. თუ შესაძლებელია, გადადეთ მსგავსი საკითხები უახლოესი მომავლისთვის. მეტი დრო დაუთმეთ თქვენს ოჯახს, შეეცადეთ მეტი ყურადღება მიაქციოთ ბავშვებს.
სასიკეთო დღეები: 13, 15.
არასასიკეთო დღე: 17.