თეგებით ძიება
13. 08. 2024 მსოფლიო

საბერძნეთს მასშტაბური ტყის ხანძრის ჩაქრობაში იტალია, საფრანგეთი, ჩეხეთი და რუმინეთი დაეხმარებიან

საბერძნეთს მასშტაბური ტყის ხანძრის ჩაქრობაში იტალია, საფრანგეთი, ჩეხეთი და რუმინეთი დაეხმარებიან. ევროკავშირის ოთხმა ქვეყანამ სტიქიის ზონაში მაშველი მეხანძრეების გაგზავნის შესახებ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც საბერძნეთის ხელისუფლების თხოვნით ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი ამოქმედდა.

მიმდინარე წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტყის ხანძარი საბერძნეთის დედაქალაქს მიუახლოვდა. ცეცხლი ამ დროისთვის ათენთან ახლოს მდებარე ქალაქ ვრილისში მძვინვარებს. გადამწვარია ათობით საცხოვრებელი სახლი. დედაქალაქის მიმდებარე ტერიტორიიდან ათასობით ადამიანი ევაკუირებულია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა