ზელენსკი: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ტერიტორიაზე ცეცხლი გააჩინეს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ცეცხლი გააჩინეს.
მისივე ცნობით, ადგილზე რადიაციის დონე ნორმის ფარგლებშია, თუმცა მანამ, სანამ რუსი ტერორისტები ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლს ინარჩუნებენ, სიტუაცია ნორმალური ვერ იქნება.
"ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის დაკავების პირველივე დღიდან რუსეთის მას მხოლოდ უკრაინის, მთელი ევროპისა და მსოფლიოს შანტაჟისთვის იყენებს. ჩვენ ველოდებით მსოფლიოს რეაქციას, ველოდებით IAEA-ს რეაქციას. რუსეთმა ამაზე პასუხი უნდა აგოს. ზაპოროჟიეს სადგურზე უკრაინის კონტროლის დამყარებას შეუძლია მხოლოდ ნომრალურობისა და სრული უსაფრთხოების გარანტიის დაბრუნება", - აცხადებს ზელენსკი.
მანამდე, ნიკოპოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ევგენი ევტუშენკომ თქვა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ჩვეულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობდა და სავარაუდოდ, სტრუქტურის გამაგრილებელ ნაწილში რუსებმა მანქანის საბურავები დაწვეს.