ნეაპოლში საქართველოს მოქალაქე ქურდობის მცდელობისთვის დააკავეს
ნეაპოლში, 27 წლის ქართველი ქურდობის მცდელობისთვის დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება.
შემთხვევა, გუშინ დილით სან ფერნანდოში, სავარაუდოდ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოხდა. პოლიციამ დაკავებისას ამოიღო 6 სუნამოს შეკვრა და ტანსაცმელი, რომელსაც ის ხელჩანთაში ინახავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულ ქართველს კრიმინალური ისტორია აქვს, თუმცა, დეტალები უცნობია.