მთავრობის ადმინისტრაციამ კულტურის სამინისტროს თბილისის ფილარმონია ჩამოართვა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ კულტურის სამინისტროს Black Sea Arena-ს გარდა თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის აქტივები და მართვის უფლებაც ჩამოართვა - განკარგულება 15 აგვისტოთი თარიღდება და მას ხელს პრემიერი კობახიძე აწერს.
ორივე ქონება გადაცემულია მათი არსებობის ვადით. დოკუმენტის მიხედვით, ორი ორგანიზაციის - Black Sea Arena-ასა და თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის შერწყმა უნდა მოხდეს. პროცესს კი, აქტივების ახალი მფლობელი, მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.
თბილისის ფილარმონია აქტივების მართვის კომპანიიდან კულტურის სამინისტროს ბალანსზე 2022 წლის 27 მაისს გადავიდა.