თეგებით ძიება

19 - 25 აგვისტო - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი

ამ კვირაში მშვიდობისმყოფელის მისია თქვენს მხრებზე იქნება: სამსახურში,  საყვარელ ადამიანებსა და მეგობრებს შორის. ორშაბათს მოუსმინეთ თქვენი ინტუიციის ხმას, ალბათ ის გეტყვით, როგორ იმოქმედოთ. ოთხშაბათს არაფრის შეცვლა არ იჩქაროთ, სიახლეები, რა თქმა უნდა, სასარგებლოა, მაგრამ ჯერ არადროული. პარასკევს შეეცადეთ, მაინც წარმოაჩინოთ ენერგიული აქტივობა, რადგან ხელმძღვანელების თვალთახედვის არეში აღმოჩნდებით. შეეცადეთ შაბათ-კვირა ქალაქგარეთ გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 20, 22.

არასასიკეთო დღე: 24.

კურო

ამ კვირაში გექნებათ მოქმედების სასურველი თავისუფლება, მაგრამ საჭიროა გონივრულად მოიქცეთ. ძალიან ბევრი არ უნდა მოინდომოთ, რადგან ამან შეიძლება იმედგაცრუება და დიდი ზარალი მოგიტანოთ. შეეცადეთ, კარგად დაფიქრდეთ სანამ რამეს იტყვით, ასევე ეცადეთ იყოთ გულწრფელი საკუთარ თავთან და ირგვლივ მყოფებთან. პროფესიულ სფეროში თქვენი მიღწევები, სავარაუდოდ, დაფასდება და გააძლიერებს თქვენს ავტორიტეტს.

კვირა შესანიშნავი დღეა დასვენებისა და სასიყვარულო აღიარებისთვის.

სასიკეთო დღეები: 19, 23.

არასასიკეთო დღე: 21.

ტყუპი

ამ კვირაში მოულოდნელად გადაწყვეტთ იპოვოთ ახალი საქმიანი პარტნიორები, გამოიჩინოთ თავი სამსახურში და დაკავდეთ შემოქმედებით. ვარსკვლავები წინასწარმეტყველებენ, რომ წარმატება გელით ყველა სფეროში. შესაძლებლობა გექნებათ სასარგებლო კავშირები დაამყაროთ, რომლებიც ძალიან გამოგადგებათ უახლოეს მომავალში. პარასკევს ჯობია წინასწარ კარგად მოიფიქროთ, რის გაკეთება შეგიძლიათ დამოუკიდებლად და ნებისმიერი საქმე ისე დაიწყოთ. გაითვალისწინეთ, რომ წარმატება მოვა თქვენთან არა სარისკო წამოწყებით, არამედ შრომისმოყვარეობით.

სასიკეთო დღეები: 21, 23.

არასასიკეთო დღე: 20.

კირჩხიბი

მოვლენები ამ კვირაში შეიძლება იყოს საკმაოდ არაპროგნოზირებადი და მოუწესრიგებელი. თუმცა სამსახურში გაუმჯობესებული ურთიერთობა გექნებათ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან, რაც თქვენთვის მეტად მნიშვნელოვანია. მოსალოდნელია მოგზაურობა კულტურულ თუ ისტორიულ ადგილებში, რომელიც ახალი შთაბეჭდილებებით გაგამდიდრებთ და  ენერგიით გაგაძლიერებთ. შაბათ-კვირას საკმარისი ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანებს.

სასიკეთო დღეები: 22, 25.

არასასიკეთო დღე: 19.

ლომი

ამ კვირაში მოვლენებს მიეცით საშუალება  თავისი გზით განვითარდნენ. ორშაბათს და სამშაბათს არ უნდა დაგეგმოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები, გაგიჭირდებათ შეთანხმება. ხუთშაბათს წარმატებული იქნება მივლინებები. ამ დღეს ნამდვილად შეგიძლიათ განახორციელოთ თქვენი შორსმიმავალი გეგმები. რაც შეეხება ფინანსურ საკითხებს, აქ მოგება სავარაუდოა. პირად ცხოვრებაში სიტუაცია სტაბილური იქნება.

სასიკეთო დღეები: 21, 24.

არასასიკეთო დღე: 22.

ქალწული

ამ კვირაში შეგიძლიათ უსაფრთხოდ გააფართოოთ თქვენი ბიზნესი ან დაიწყოთ ახალი ტიპის საქმიანობა. ოთხშაბათი კარგი დღეა იმისთვის, რომ მშვიდად იფიქროთ არსებულ სიტუაციაზე, რომელშიც აღმოჩნდებით და იპოვოთ სწორი გამოსავალი. შესაძლოა, გარკვეული დრო მარტომ, მშვიდ გარემოში გაატაროთ. კარგი პერიოდია ოჯახურ არდადეგებზე და  სახლის მოწყობაზე ფიქრისთვის. შეეცადეთ შეადგინოთ რეალისტური გეგმა. მიზანშეწონილია არ ჩაერთოთ ინტრიგებში და არ განსაჯოთ ვინმე.

სასიკეთო დღეები: 20, 23.

არასასიკეთო დღე: 25.

სასწორი

ახლა დროა დაკავდეთ თვითგანათლებით, წაიკითხოთ, უყუროთ, დაესწროთ ლექციებს. შეგიძლიათ ბევრი რამ გაიგოთსაკუთარი თავისა და ცხოვრების შესახებ. რაც უფრო მეტ წინდახედულობას გამოიჩენთ ამ კვირაში, მით უფრო ადვილი იქნება თქვენთვის სირთულეებთან გამკლავება მოგვიანებით. ხუთშაბათს საქმიან მოლაპარაკებებში შეძლებთ მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ. შაბათი კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად.

სასიკეთო დღეები: 21, 25.

არასასიკეთო დღე: 20.

მორიელი

როგორც ჩანს, იპოვეთ თქვენი საოცნებო სამსახური, სადაც გაფასებენ. ამ კვირაში რამდენიმე მნიშვნელოვან და მომგებიან პროექტს შემოგთავაზებენ. ახლა შეგიძლიათ მიიღოთ თამამი გადაწყვეტილებები იმის შიშის გარეშე, რომ ისინი არასწორი იქნება. კოლეგები დიდად დააფასებენ თქვენს ეფექტიან მონაწილეობას წარმოშობილი პრობლემების გადაჭრაში და გაიზრდება თქვენი ავტორიტეტი მათ თვალში. კვირის ბოლოს მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას და გართობას.

სასიკეთო დღეები: 19, 24.

არასასიკეთო დღე: 22.

მშვილდოსანი

ეს კვირა გპირდებათ, რომ საინტერესო იქნება თქვენთვის. სავარაუდოდ, მიიღებთ სიახლეებს, რომლებიც გაგახარებთ. ვარსკვლავების ხელსაყრელი მდებარეობა დაგეხმარებათ პირად და პროფესიულ ცხოვრებაში ისეთი ცვლილებების შეტანაში, რაზეც არც კი გიოცნებიათ. პარასკევს შესაძლოა მომგებიანი ბიზნესშემოთავაზება მიიღოთ. კვირის ბოლოს საკმარისი დრო გექნებათ ოჯახთან ერთად საინტერესო დასვენებისთვის.

სასიკეთო დღეები: 19, 21.

არასასიკეთო დღე: 24.

თხის რქა

ამ კვირაში ვარსკვლავების გავლენის გამო,  სავარაუდოდ,  მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდითროგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში. ბიზნესმენები მზად უნდა იყვნენ მკაცრი კონკურენციისთვის. იმისათვის, რომ ზედმეტ პრობლემებში არ მოხვდეთ, შეეცადეთ, ამ კვირაში შეზღუდოთ თქვენი სოციალური წრე, მოერიდეთ სარისკო წამოწყებებს. უკეთესია სიტუაციის ანალიზი და დაგეგმვა. კვირას მოსალოდნელია სასიამოვნოახალი ნაცნობობა.

სასიკეთო დღეები: 20, 25.

არასასიკეთო დღე: 21.

მერწყული

სირთულეები, რომლებსაც ბოლო რამდენიმე კვირა აწყდებით, ვარსკვლავების გავლენის წყალობით წარსულს ჩაბარდება. მათ, ვინც გეგმავთ საკუთარი ბიზნესის დაწყებას და ელოდებით შესაფერის მომენტს, ახლა შეგიძლიათ უსაფრთხოდ შეუდგეთ საქმეს, რადგან ხელსაყრელი პერიოდი დადგა. ისინი, ვინც მუშაობს კომპანიაში ან ორგანიზაციაში, უნდა ელოდონ ძალიან მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, სავარაუდოდ, ჯილდოს კარგი მუშაობისთვის. სრული სიმშვიდეა პირად ცხოვრებაში.

სასიკეთო დღეები: 23, 25.

არასასიკეთო დღე: 19.

თევზები

ორშაბათს ფრთხილად იყავით, დაფიქრდით და ისე ისაუბრეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა კონფლიქტური სიტუაცია შეგექმნათ ხელმძღვანელებთან. თქვენი აქტიური ცხოვრების წესი დადებითად აისახება თქვენს განწყობასა და საქმიანობაზე. ხუთშაბათს ფრთხილად იყავით, ცდუნებებს არ აჰყვეთ, რადგან მოგვიანებით ინანებთ. შაბათ-კვირას დაუპატიჟებელი სტუმრების გამასპინძლება მოგიწევთ.

სასიკეთო დღეები: 20, 24.

არასასიკეთო დღე: 22.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა