,, ანუ მთელ ოპოზიციას აკრძალავენ იაგოს „გირჩის“ გარდა” – მერაბ მეტრეველი „ოცნების“ განცხადებაზე
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელსი წერს:
„ქართული ოცნების“ დღევანდელი განცხადებიდან:
„საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, ჩვენ დავაინიცირებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება.“
ანუ პარტიებს ავკრძალავთო, თან მარტო ნაცებს კი არაო, ყველა მის სატელიტს და მემკვიდრესო და თუ ვინ ჩაითველბა სატელიტად და მემკვიდრედ, ამას, რათქმა უნდა, თავად გადავწყვეტთო.
ანუ მთელ ოპოზიციას აკრძალავენ იაგოს „გირჩის“ გარდა. მგონი მარტო მაგათ არ ეძახიან ნაცებს.”