თეგებით ძიება

"თაღლითების, აფერისტების და მატყუარების დაჯგუფების მორიგ განცხადებას მინდა გამოვეხმაურო" - ნათია მეზვრიშვილი ,,ქართული ოცნების” განცხადებაზე

პარტია ,,საქართველოსთვის” წევრი, ნათია მეზვრიშვილი ,,ქართული ოცნების” განცხადებას ეხმაურება ნაცმოძრაობის აკრძალვასთან დაკავშირებით:

"თაღლითების, აფერისტების და მატყუარების დაჯგუფების მორიგ განცხადებას მინდა გამოვეხმაურო:

- ნაცმოძრობის დასრულების პირობას დებს პარტია, რომელიც ნაცმოძრაობის გარეშე უბრალოდ არ არსებობს, რომელსაც შავი ფულით ნაცმოძრაობის ყოფილი თუ მოქმედი დონორები აფინანსებენ და ნაცმოძრაობა უმაღლეს თანამდებობებზე უზის, რომელიც 24 საათი პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიას გადმოსცემს, რომელმაც ნაცმოძრაობასთან გარიგებით მუნიციპალიტეტები მიიტაცა და სასამართლოს დამოუკიდებლობის უკანასკნელი კარი დახურა;

- ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვნების დაცვის პირობას დებს პარტია, რომელიც მთავარი ლგბტ პროპაგანდისტია, რომლის უკიდეგანო კორუფციის გამო ოცნების ელიტები მდიდრდებიან და ოჯახები ღარიბდებიან, ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს, ყოველი მეოთხე ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს; რომლის უმოქმედობის გამო, ბავშვებზე სექსუალური ძალადობა გაორმაგებულია; პარტია, რომელმაც ბავშვები, ახალგაზრდები, ქალები, მოხუცები განსხვავებული აზრის გამო ზონდერებს აცემინა; პარტია, რომლის ლიდერები ქალებს საპარლამენტო ტრიბუნიდან აგინებენ; პარტია, რომელმაც კრიმინალს ისე გაუხსნა გზა, რომ 19 წლის ბიჭი უბნის მაყურებლებმა ცემით მოკლეს; პარტია, რომელსაც არ აინტერესებს ღირსებისშემლახავი პირობების გამო გაფიცული ახალგაზრდები;

- მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე გველაპარაკება პარტია, რომელმაც დაბალანსებული პოლიტიკის წარმოების ყველანაირი გზა მოჭრა და დღეს მხარეა; პარტია, რომელმაც ეუთოში ქვეყნის დეოკუპაციას, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას მხარი არ დაუჭირა; პარტია, რომელმაც საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი ყველა მეგობარი დაგვაკარგვინა და იზოლაციისთვის გაგვწირა. უფრო კონკრეტულად მშვიდობაზე გველაპარაკება ომის პარტია.

დღევანდელი ტყუილებით გაჯერებული განცხადება ხალხის შეურაცხყოფაა. დამარცხებული ხელისუფლება, რომლის სიტყვის ფასი ნულია, რომელიც ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს, რომლისთვისაც პოზიციების ცვლილება რჯულზე უმტკიცესია, უშვებს, რომ ამ ყველაფერს ხალხი დაიჯერებს.

მხოლოდ ამ შეურაცხყოფის გამო უნდა მიხვიდეთ არჩევნებზე და ხმა "ოცნების" წინააღმდეგ მისცეთ.

ხო მართლა, "ქართული ოცნება"... ნაცმოძრაობის დამნაშავე მაღალჩინოსნები რომ ჩამოთვალეთ გავასამართლეთო. თქვენ კი არ წარადგინეთ მართლმსაჯულების წინაშე, არამედ მე და ჩემნაირმა მოხელეებმა. თქვენს ნებაზე რომ ყოფილიყო, იმას ვიხილავდით, რასაც ახლა სააკაშვილის პროცესზე ვხედავთ.”


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა