შეთანხმება შედგა! - გიორგი მამარდაშვილი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს!
შეთანხმება შედგა! - გიორგი მამარდაშვილი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს! - ამის შესახებ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport Georgia ავრცელებს.
"გიორგი მამარდაშვილი კარიერას ლივერპულში გააგრძელებს.
ვალენსია 23 წლის ქართველი კიპერის სანაცვლოდ €35 მილიონს, მომდევნო ტრანსფერიდან კი 10%-ს მიიღებს.
მხარეების შეთანხმების საფუძველზე, მამარდაშვილი იჯარის წესით 1 წლით ვალენსიაში დარჩება", - წერს გამოცემა.