თეგებით ძიება

დამრიგებლების მოუცლელობის გამო ტრაგედიები ხდება, ამიტომ დროა, დამრიგებლებად პედაგოგის კვალიფიკაციის არმქონე პირების დასაქმებაზე ვიფიქროთ - ზურაბ ვახანია

კლასის დამრიგებელი შესაძლებელია იყოს პირი, რომელსაც პედაგოგის კვალიფიკაცია არ აქვს და სკოლაში მასწავლებლად არ არის დასაქმებული – ინიციატივამ, რომელიც საჯარო სკოლების დირექტორების ნაწილს გაუჩნდა, განათლების სისტემაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. პედაგოგთა ნაწილს მიაჩნია, რომ „გარედან მოსული“ ადამიანების  ბავშვებთან მუშაობა დაუშვებელია, ნაწილს კი ინიციატივა მოსწონს და ფიქრობს, რომ არაპედაგოგი დამრიგებლების მუშაობა სკოლას ძალიან დაეხმარება.

ფსიქოლოგიის პროფესორი, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, განათლების მეცნიერებათა აკადემიკოსი, ექსპერტი განათლების საკითხებში ზურაბ ვახანია TIA.GE-სთან ამბობს, რომ ეს ინიციატივა ახალი არ არის და მისი მისი დროულად განხორციელება აუცილებელია. 

- ეს ინიციატივა ახალი არ არის, წინა ხელისუფლების დროს ასეთი რეკომენდაცია სამინისტროსაც კი ჰქნდა და ზოგ სკოლაში კიდეც განხორციელდა. მე 22 წლის განავლობაში საავტორო სკოლის დირექტორი ვიყავი და სკოლაში ერთი, ორი ან სამი არამასწავლებელი დამრიგებელი ყოველთვის მყავდა. ეს ძალიან კარგი იდეაა, იმიტომ, რომ დღევანდელ სკოლაში დამრიგებელს მოსწავლეებისთვის არ სცალია. დამრიგებლობა გადაქცეულია ბიუროკრატიად და ადამიანი ჟურნალების შევსების და ქაღალლდებთან მუშაობის გარდა, ვერაფერს ასწრებს. ბიუროკრატიის გარდა, სხვა პრობლემებიცაა. წესით, დამრიგებელს სხვა კლასებშიი 5-6 საათზე მეტი არ უნდა ჰქონდეს. დამრიგებელს რომ სხვა კლასებში 15 საათი აქვს და დასვენებაზე ერთი საკლასო ოთახიდან მეორეში მირბენას რომ ვერ ასწრებს, ის დარიგებელი იქნება?

- ამ იდეას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. ბევრისთვის გაუგებარია, რა საჭიროა სკოლაში პედაგოგიური განათლებისა და გამოცდილების არმქონე ადამიანების შეყვანა.

- ამის გაკეთება თუნდაც ბავშვების უსაფრთხოებისთვისაა აუცილებელი. დამრიგებლების მოუცლელობის გამო სკოლებში ტრაგედიები ხდება, თუმცა ეს დარიგებლის კი არა, მისი მოუცლელობის ბრალია. ჩვენს სკოლაში, დამრიგებლის მოვალეობა იყო, რომ ბავშვი უმეთვალყურეოდ არ უნდა ყოფილიყო. როცა მოსწავლე სკოლის ტერიტორიაზეა და არავინ იცის სად არის და რას აკეთებს, უკვე პრობლემაა. რამდენიმე შემთხვევა მოხდა, როცა ბიჭებმა მოსწავლე გოგონა ეზოს მოფარებულ კუთხეში ან ნახევრად დანგრეულ სპორტულ დარბაზში მიიყვანეს, სკამზე დააბეს და პირი სკოჩით აუკრეს. მოზარდობის ასაკში, როცა ბავშვს სისხლი უდუღს, სქესობრივი გრძნობების მოჭარბებაც აქვს, აგრესიის შემცველ ფილმებსაც ნახულობს და გამეორების სურვილი უჩნდება და ამ დროს, ბავშვის უმეთვალყურეოდ დატოვება შეიძლება? ამასთან, სკოლა მარტო მარტო სასკოლო აქტივობები არაა და კლასგარეშე ღონისძიებებსაც მოიცავს. დამრიგებელლმა უნდა უნდა წაიყვანოს ბავშვები ექსკურსიებზე, კონცერტებზე, მუზეუმებში, თვითონაც უნდა მოაწყონ ღონისძიებები და ა.შ.  ამას ბევრი მუშაობა სჭირდება, რისი დროოც ისედაც გადატვირთულ დამრიგებელს არ აქვს. 

- დამრიგებელს მოვალეობა ბევრი ჰქონია და ანაზღაურება რამდენი აქვს?

- ძალიან ცოტა, თუ არ ვცდები, 80 ლარი. ამიტომ ცდილობენ, რომ სხვა კლასებში მეტი საათები აიღონ.  დამრიგებლის ანაზღაურება აუცილებლად გასაზრდელია, მაგრამ  მუშაობაც უნდა მოვთხოვოთ. ზემოთ თქმულის გარდა, დამრიგებელს პირისპირ საუბარი უნდა ჰქონდეს თითოეულ მოსწავლესთან და მუდმივი კავშირი მის ოჯახთან.  განრიგი უნდა ჰქონდეს შედგენილი, გაკვეთილების შემდეგ რომელ მოსწავლეს და რაზე უნდა ესაუბროს. ამის გარდა, კლასის საათები ჩატარება, აღმზრდელობითი ღონისძიებები და ა.შ. არც ისს უნდა დაგვავიწყდეს, რომ მასწავლებელიც ადამიანია და ხან თვითონ ხდება ავად და ხან მისი ოჯახის წევრი. ამ დროს კი შემცვლელი მასწავლებელი არ არსებობს და გაკვეთილი ცდება. ვფიქრობ სრულიად შესაძლებელია, რომ ასეთ დროს კლასში პედაგოგის კვალიფიკაციის არმქონე დამრიგებელი შევიდეს და გაკვეთილი ჩაატაროს. 

- პედაგოგიური განათლების არმქონე ადამიანი ამას შეძლებს?

- ტრენინგებს ჩაუტარებენ და ბევრ მასწავლლებელზე უკეთ შეძლებს. 

- თქვენი აზრით, რატომ არ ამცირებს სამინისტრო ბიუროკრატიას, რომელიც ამდენ პრობლემებს ქმნის?

- როცა ახალი მინისტრი დაინიშნა, დაგვპირდა, რომ ბიუროკრატიას შეამცირებდა, მაგრამ ყველაფერი ძველბურად დარჩა. თუ არ შეასრულე, თქმას რა აზრი აქვს? ახლა რომ ამბობენ, განათლებას უნდა მოვუმატოთ დაფნანსებაო, ეს ფული ხარისხზე ორიენტირებული ხარჯებისკენ უნდა მიმართონ, მაგრამ ხარისხი ვის ენაღვლება?

- დაგვიკონკრეტეთ, რომელ ხარისხზე ორიენტირებულ ხარჯებს გულისხმობთ?

- დამრიგებლის ხელფასის გაზრდას, სპორტისა და ხელოვნების უფასო წრეების დაფინანსებას, კლასში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირებას, რადგან კლასში რომ 30 ბავშვი ზის, იქ ხარისხიანი გაკვეთილი  ვერ ჩატარდება. კიდევ არის რამდენიმე აუცილებელი ღონისძიება, მაგრამ ყველაფერს ფულისჭირდება. აი, ეს არის ხარისხზეე ორიენტირებული ხარჯები. რაღაცას რომ ცვლი, პირველი საზრუნავი ხარისსხი უნდა იყოსს, მაგრამ არა, ჩვენთან ხარისხზე არავინ ფიქრობს და შედეგიც ისეთი გვაქვს, როგორსაც ვიმსახურებთ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა