ისტორიაში პირველად, ოქროს ზოდის ფასმა $1 მილიონს მიაღწია
ძვირფასი ლითონის ღირებულება კვლავ იზრდება. ისტორიაში პირველად, ოქროს ერთი, 400 უნცია წონის მქონე ზოდის ღირებულებამ $1 მილიონს მიაღწია - ამის შესახებ ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ Bloomberg-ის მონაცემებით, ერთი უნცია (≈31 გრამი) ოქროს ფასი რეკორდული $2500-ია, სტანდარტული ოქროს ზოდი კი, როგორც წესი, 400 უნციას (≈12 კილოგრამი) იწონის. შესაბამისად, ოქროს ერთი ზოდის შეძენისთვის დღეს მილიონი დოლარია საჭირო.