თეგებით ძიება

ქვეყნები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ყველაზე ძვირი/იაფია - რომელ ადგილზეა საქართველო?

Numbeo 96 ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთი გზის ფასების შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს. რეიტინგში მოცემული ქვეყნები დალაგებულია შიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთი გზით მგზავრობის საშუალო ფასის მიხედვით.

96 ქვეყანას შორის საქართველო 37 ცენტით 73-ე ადგილზე მოხვდა. რეიტინგის მიხედვით, საქართველოში ძვირი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა თურქეთსა (63-ე ადგილი, 53 ცენტი) და რუსეთშია (71-ე ადგილი, 40 ცენტი).

მონაცემების თანახმად, საქართველოზე იაფია მგზავრობა აზერბაიჯანსა და სომხეთში. უფრო კონკრეტულად, სომხეთში მგზავრობა 26 ცენტი ჯდება (85-ე ადგილი), ხოლო აზერბაიჯანში მგზავრობა 24 ცენტი ღირს (88-ე ადგილი).

აღსანიშნავია ისიც, რომ მონაცემების მიხედვით, მგზავრობა ყველაზე ძვირი შვეიცარიაშია და 4.13 დოლარს შეადგენს, ხოლო ყველაზე იაფი ლუქსემბურგშია, სადაც მგზავრობა უფასოა.

5 ქვეყანა, სადაც მგზავრობა შედარებით ყველაზე ძვირია ასე გამოყურება:

შვეიცარია - 4.13 დოლარი;

ნორვეგია - 4.01 დოლარი;

ნიდერლანდები - 3.81 დოლარი;

დანია - 3.6 დოლარი;

შვედეთი - 3.54 დოლარი.

იმ ქვეყნების ხუთეული, სადაც მგზავრობა შედარებით იაფი ჯდება ასე გამოყურება:

ლუქსემბურგი - უფასო;

უზბეკეთი - 15 ცენტი;

პაკისტანი 18 ცენტი;

კუბა - 20 ცენტი;

ეგვიპტე 21 ცენტი.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა