მიხეილ ცაგარელის 27 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ნუ ჰყვებით პროვოკაციებს, რომელთა ალბათობა დღეს განსაკუთრებით მაღალია.
მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებთან ურთიერთობას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, კომპიუტერული ტექნიკის და საკომუნიკაციო აპარატურის შესაძენად, ძველი საქმეების დასრულებისა და დაპირებების შესრულებისთვის, მოლაპარაკებებისა და მნიშვნელოვანი შეხვედრების მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა მასაჟისა და სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარებისთვის, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის სამკურნალოდ. გამდიდრეთ კვების რაციონი, ხილით, ბოსტნეულით და კენკრით. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სიმძიმის აწევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, ხელებს და მხრებს.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ნარინჯისფერი, კრემისფერი, ცისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ჰელიოტროპი, ამაზონიტი, ტოპაზი, გიაცინტი და ლაბრადორი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.