თეგებით ძიება

სოსო გოგაშვილმა ციხიდან უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ჩააბარა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა სოსო გოგაშვილმა, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, ციხიდან უნივერსიტეტში ჩააბარა და 100%-იანი დაფინანსება მიიღო.

ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ დაკავებულის შვილი ნინი გოგაშვილი ავრცელებს. მისი თქმით, გოგაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა სამართლის ფაკულტეტზე:

„მამა პედაგოგის დახმარების გარეშე, ჩვენს მიერ გაგზავნილი საგამოცდო წიგნების საშუალებით მეცადინეობდა საკანში.

დაისახა მიზანი, იშრომა და მიაღწია მიზანს! მამა სკოლაში გამორჩეული მოსწავლე იყო, შემდეგ ეკონომისტი მაგისტრის ხარისხით, შემდეგ საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, ვიცე-პოლკოვნიკი და ახლა კიდევ ახლის შესწავლის ეტაპზეა.

რაცარუნდა უსამართლო რეალობაში აღმოჩნდე და “ადამიანებმა” სცადონ შენი და შენი ოჯახის განადგურება, ყოველთვის უნდა იპოვო ძალა, არ გაჩერდე და არასდროს დაკარგო ღმერთის იმედი. ჩვენ ვცდილობთ ეს ძალა ერთად ვიპოვოთ“, - წერს გოგაშვილის შვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა