თეგებით ძიება

ეს პერიოდი უმრავლესობისთვის ძალიან წარმატებული იქნება - რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს უახლოეს დღეებში?

ვერძი

ამ კვირაში ნუ დაკარგავთ თქვენს ძვირფას ენერგიას წვრილმანებზე. საკუთარ თავში დარწმუნებული იყავით, თქვენივე ქმედებების გადაჭარბებული კრიტიკა ამ კვირაში მთლად მიზანშეწონილი არ იქნება. ყველაფერში ეძებეთ ნათელი მხარე. კვირის ბოლოს შესაძლებლობა გექნებათ, შეცვალოთ თქვენი სოციალური წრე. შაბათი კარგია არაფორმალური შეხვედრებისთვის. ოჯახის წევრები ნებისმიერი პრობლემის გადალახვაში დაგეხმარებიან.

კურო

ამ კვირაში საინტერესო იდეა გაგიჩნდებათ და მისი განხორციელების შესაძლებლობებს ადვილად იპოვით. უნდა მოიკრიბოთ ძალა და მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც გავლენას მოახდენს თქვენს მომავალ ბედზე. შესაძლოა შეცვალოთ თქვენი საქმიანობის ტიპი, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. სამშაბათს და ხუთშაბათს განსაკუთრებით ფრთხილად იყავით კოლეგებთან ურთიერთობისას, ვინმესთან კონფლიქტში არ ჩაერთოთ. საფუძვლიანად შეამოწმეთ ინფორმაცია და ისე იმოქმედეთ.

ტყუპი

ამ კვირაში შესაძლებლობა გექნებათ, თქვენი ოცნება აისრულოთ. იწყება კარგი შემოქმედებითი პერიოდი, რომელიც წარმატებას და მოგებას მოგიტანთ. ხელსაყრელი იქნება მოგზაურობა, შეგიძლიათ მოდუნდეთ და კარგად დაისვენოთ. შეინარჩუნეთ სულიერი სიმშვიდე და გჯეროდეთ უკეთესი მომავლისა. პოზიტიურ ცვლილებებს დიდი დრო არ დასჭირდება, ეცადეთ, არ დაემორჩილოთ დეპრესიულ განწყობას, იმოქმედეთ გადამწყვეტად და წარმატება გარანტირებული გექნებათ.

კირჩხიბი

ვარსკვლავები ისე განლაგდებიან, რომ ამ კვირის დასაწყისში ბევრ თქვენგანს გარკვეული სირთულეების გადალახვა მოუწევს. სერიოზული არაფერია, ეს დროებითი ეტაპია, რომელიც მალე დასრულდება. მთავარია, არ დაიბნეთ და მოთმინება არ დაკარგოთ. თქვენთვის სტრესის შემამსუბუქებელი ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობა იქნება. ნაკლები კრიტიკა და უარყოფითი აზრები! შაბათ-კვირა გაგახარებთ პოზიტიური მოვლენებით, რომლებიც თქვენს ცხოვრებას გაახალისებს და გააუმჯობესებს.

ლომი

ვარსკვლავების პოზიცია ამ დღეებში ხელს შეუწყობს მრავალი თქვენგანის მიერ ნებისმიერი ახალი საქმიანობის წარმატებულ დაწყებას და პროფესიულ სფეროში მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრას. უკეთესი სამუშაო, პერსპექტიული კარიერული წინსვლა ან საკუთარი ბიზნესის წამოწყება საკმაოდ სავარაუდოა თქვენთვის. ნუ შეგეშინდებათ კრიტიკისა, ის დაგეხმარებათ შეცდომების გამოსწორებაში. კვირის ბოლოს საშუალება მოგეცემათ, გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და ლიდერის თვისებები.

ქალწული

ამ კვირაში, ვარსკვლავების წინასწარმეტყველებით, აუცილებლად გაგიმართლებთ, მაგრამ შეიძლება მცირე სირთულეები შეგექმნათ. ინტუიცია და გაწონასწორებულობა დაგეხმარებათ, რომ ამ სირთულეებს თავი ადვილად გაართვათ. თქვენი კეთილსინდისიერი მიდგომა სამუშაოსადმი ხელშესახებ ნაყოფს გამოიღებს, თუმცა პროფესიულ საკითხებში, სანამ ვინმეს რჩევას მიჰყვებით, კარგად აწონ-დაწონეთ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. თქვენს ოჯახში ურთიერთობები უფრო ჰარმონიული გახდება.

სასწორი

მთლიანობაში ეს კვირა მშვიდი და წარმატებული იქნება, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თავად არ იყოთ პასიური. გახსოვდეთ, რომ დივანზე ნებივრობით ვერაფერს მიაღწევთ, აქტივობა კი დიდ წარმატებას მოგიტანთ. წარსულში განხორციელებული ფინანსური ინვესტიციები, სავარაუდოდ, კარგ მოგებას გპირდებათ. არ იქნებით დაუცველები თქვენს ქმედებებში და შეძლებთ რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას წარმატების გარანტიით. გარშემო მყოფები მხარს დაგიჭერენ, მეგობრები კომპანიონობას გაგიწევენ.

მორიელი

მოთმინება და შეუპოვრობა უნდა იყოს თქვენი თანამგზავრი ამ კვირაში, როგორც ამას ვარსკვლავები მიუთითებენ. ბევრ თქვენგანს შეიძლება ჰქონდეს მოულოდნელი ხარჯები ისეთი აქტივების შესანარჩუნებლად, როგორიცაა უძრავი ქონება. შემოიჭირეთ ქამარი ცოტა ხნით, უარი თქვით ფულის მარცხნივ და მარჯვნივ ფანტვაზე. თქვენთვის უსიამოვნო იქნება გარისკვა, მაგრამ ცხადია, ეს უნდა გააკეთოთ. შესაძლოა, თქვენი გარემოცვიდან ვინმე შეეცადოს თქვენზე გავლენის მოხდენას, ნუ მისცემთ უფლებას, მოგატყუოთ თავისი სურვილისამებრ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გელით.

მშვილდოსანი

ამ კვირაში აუცილებლად გაგიძლიერდებათ თავდაჯერებულობა. შესაძლოა მოულოდნელი ცვლილება მოხდეს საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე. ორშაბათი კარგი დღეა კომუნიკაციისთვის, რაღაცის სწავლის დასაწყებად და ბიზნესპარტნიორებთან მოლაპარაკებისთვის. ახლა თქვენი მხრიდან აქტიურობა და ინიციატივა მნიშვნელოვანი იქნება. პარასკევს შესაძლოა თქვენმა ემოციურმა დაღლილობამ იჩინოს თავი, ამიტომ ამ დღეს სერიოზული გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოთ.

თხის რქა

ეს კვირა განსაკუთრებულ წარმატებებს გპირდებათ. ახალ პარტნიორებთან ურთიერთობა გაუმჯობესდება. სამსახურში დიდი ხნის გააზრებული გეგმების და პროექტების განხორციელება დაიწყება. თქვენი უნარი სწრაფად გაარკვიოთ სიტუაცია და ასევე სწრაფად აკონტროლოთ, ყველას მოწონებას დაიმსახურებს. იმისთვის, რომ ცოტათი მაინც დაისვენოთ, გათავისუფლდეთ დაძაბულობისგან და შეამოწმოთ თქვენი მოქმედებების სისწორე, შეეცადეთ, შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში გაატაროთ.

მერწყული

ეს კვირა მოგცემთ შესანიშნავ შესაძლებლობას, გააანალიზოთ და ობიექტურად შეაფასოთ თქვენი მდგომარეობა პროფესიული თვალსაზრისით და, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოთ პოზიტიური ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში. დიდი ალბათობით, ზედმეტად დაკავებული იქნებით პირადი საქმეებით, რამაც შეიძლება საკმაოდ ნეგატიური გავლენა მოახდინოს თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე. შეეცადეთ, შეინარჩუნოთ წონასწორობა, შეამციროთ კომუნიკაცია კოლეგებთან და მეგობრებთან გონივრულ მინიმუმამდე და კარგად დაისვენოთ.

თევზები

ვარსკვლავების ხელსაყრელი პოზიციიდან გამომდინარე, თქვენი ქმედებები ამ კვირაში სასურველ ნაყოფს გამოიღებს. ეს პერიოდი უმრავლესობისთვის ძალიან წარმატებული იქნება. ახალი სამუშაო კონტაქტები სავარაუდოა ოთხშაბათს. ლიდერის პოზიციაზე იქნებით და თქვენი იდეებისა და აზრების მხარდაჭერას მიიღებთ.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა