ცესკოზე თავდასხმა დასტურია, რომ ოპოზიცია ემზადება არჩევნების არაღიარებისთვის - შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამართულ ბრიფინგზე, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლის ფაქტებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს დასტურია იმისა, რომ ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნებს.
"რაც შეეხება ცესკოზე თავდასხმას, ეს იმის დასტურია, რომ ოპოზიცია ემზადება არჩევნების არაღიარებისთვის. აქედანვე იმზადებს საბაბებს, არ აღიაროს არჩევნები, ჩვენ ეს უკვე გავლილი გვაქვს. ჩვენ ვნახეთ, როდესაც ცესკოს თანამშრომელს თავს დაესხა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი, ემუქრებოდა ცესკოს თანამშრომელს არჩევნების შემდეგ დასჯით. თავდასხმაში გასაკვირი არაფერია, რაც უფრო მეტად მოახლოვდება არჩევნები „ნაცმოძრაობის“ მხრიდან იქნება - მეტი რადიკალიზმი, ძალადობა და სიძულვილის ენა“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.