კრიშტიანუ რონალდუს გამომწერთა რაოდენობამ ყველა სოციალურ ქსელში მილიარდს გადააჭარბა
კრიშტიანუ რონალდუს გამომწერთა რაოდენობამ ყველა სოც.ქსელში მილიარდს გადააჭარბა - ამის შესახებ ინფორმაციას სპორტული გამოცემა, ESPN ავრცელებს.
რონალდუმ ამ მიღწევისთვის საკუთარ გამომწერებს სამადლობელი პოსტიც მიუძღვნა.
“ისტორია დავწერეთ - ერთი მილიარდი!
ეს ჩვენი საერთო ვნების, შემართებისა და სიყვარულის შედეგია თამაშსა და თამაშს მიღმა.
მე ყოველთვის ჩემი ოჯახის და თქვენს გამო ვთამაშობდი და ახლა 1 მილიონი ჩვენთაგანი ერთად ვდგავართ აქ.
თქვენ ჩემი ცხოვრების ყოველ ნაბიჯზე ჩემს გვერდით იყავით, ყოველი წარმატებისას და წარუმატებლობისას.
ეს ჩვენი, საერთო მოგზაურობაა და ჩვენ ერთად ვაჩვენეთ, რომ არ არსებობს საზღვრები იმასთან, რისი მიღწევაც ჩვენ ერთად შეგვიძლია.
მადლობა, რომ გჯერათ ჩემი, მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ ჩემი ცხოვრების ნაწილი ხართ” - წერდა რონალდუ ინსტაგრამზე.
აღსანიშნავია, რომ 22 აგვისტოს კრიშტიანუ რონალდუმ პირველი Youtube არხი შექმნა, რომელიც ESPN-ის თქმით, გამომწერების რაოდენობით ყველაზე სწრაფად ზრდადი იუთუბ არხი გახდა - ამ დროისთვის, რონალდუს Youtube არხზე 60 მილიონი გამომწერი ჰყავს.