თეგებით ძიება
17. 09. 2024 მსოფლიო

ევროკომისია მოწევის შესახებ რეგულაციების გამკაცრების რეკომენდაციას გასცემს - მედია

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისია გეგმავს საჯარო სივრცეებში მოწევის შესახებ რეგულაციების გამკაცრების რეკომენდაციის გაცემას. მედიაში ინფორმაცია გაჟონილი დოკუმენტის საფუძველზე ვრცელდება.

ევროკომისიის რეკომენდაციით, თამბაქოსთან ერთად ელექტრონული სიგარატების მოწევაც უნდა შეიზღუდოს.

მოწევის შესახებ კანონების გამკაცრების მიზანი ადამიანების მეორადი გამონაბოლქვისგან დაცვაა.

ევროკავშირის უფლებამოსილებაში არ შედის 27 წევრ სახელმწიფოში მოწევის აკრძალვა. თუმცა, ბრიუსელში იმედი აქვთ, რომ ადგილობრივი მთავრობები ევროკომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ. 

დოკუმენტის მიხედვით, მოწევა აკრძალული უნდა იყოს გარე და ნახევრად-გარე სივრცეებში, როორიცაა: შიდა ეზო, ტერასა, აივანი, სახურავი. შესაბამისად, აღნიშნული რეგულაცია გავრცელდება რესტორნებზე, ბარებზე, კაფეებზე, ოფისებზე, აეროპორტებზე, ავტობუსის გაჩერებებზე და ა.შ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა