თეგებით ძიება

"დაასრულეთ ძველი ამოცანები...“ - რას მოუტანს მზის დაბნელება ზოდიაქოს ნიშნებს?

2 ოქტომბერს მზის დაბნელება გველოდება, თბილისის დროით 22:44 სთ-ზე. ეს მოხდება სასწორის ზოდიაქოში, რაც დაკავშირებულია ჰარმონიასთან, ბალანსთან, სამართლიანობასთან. მზის დაბნელება შესაბამისად სოციალურ, პირად ურთიერთობებზე აქცენტირებს. სასწორი დაკავშირებულია არჩევანთან, შესაბამისად, შესაძლოა მოგიწიოთ მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება. მოსალოდნელია კონფლიქტები.

"ამ დაბნელებას თავისი სპეციფიკა აქვს, რომელიც სამხრეთ კარმულ კვანძზე ხდება, ეს კი წარსულთანაა კავშირში. მიუხედავად ამისა, ახალი მაინც იქნება ცხოვრებაში. უნდა გაითვალისწინოთ ძველი შეცდომები და დაასრულოთ ის რაც დასასრულებელია. რა თქმა უნდა, მუშაობა მოგიწევთ კარმულ თემებთან. ის რაც ხელს გიშლის განვითარებაში, უნდა დაასრულოთ. ეს იქნება გადასვლა სხვა დონეზე, დაბნელებასაც პოზიტიური ხასიათი ექნება. 

ეს დაბნელება მოხდება მერკურთან, რაც ნერვულ სისტემასთან, გონებასთან, მენტალურ პროცესებთანაა დაკავშირებული. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ამ დეტალებსაც. კომუნიკაცია გართულდება, ყურადღებით ისაუბრეთ და დაუკვირდით სიტყვებს, რასაც ამბობთ. დაბნელება უერთდება ლილიტს, უნდა იმუშაოთ შინაგან დემონებზე, შიშებზე და ნეგატიურ ასპექტებთან წარსულის. გაჩნდება აუცილებლობა გაცნობიერების, დამუშავების, ტრავმებით, რაც იქნება ძალიან მტკივნეული, თუმცა აუცილებელი. გარდა ამისა, ეს დაბნელება კვადრატშია მარსთან, მარსი კი კირჩხიბშია, საკმაოდ არაადეკვატურია. ხშირ შემთხვევაში იქმნება კონფლიქტები, უმპულსურობა, ემოციურობა“, - ამის შესახებ ასტროლოგმა ლია ბარათაშვილმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა