თეგებით ძიება

12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

საინტერესო და სასარგებლო შეხვედრები ან რომანტიკული ნაცნობობა გელით. ახალმა გატაცებამ შეიძლება თავბრუ დაგახვიოთ, თუმცა სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება არ უნდა იჩქაროთ. გირჩევთ, საკუთარ თავს ცოტა მეტი დრო მისცეთ. სამსახურში კონფლიქტებს მოერიდეთ - მალე კოლეგების მხარდაჭერა დაგჭირდებათ. ოჯახში პრობლემები და სადავო საკითხები სწრაფად, გადადების გარეშე უნდა მოაგვაროთ. გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ უნდა გასცეთ, რომ მერე ორმაგად დაიბრუნოთ.

კურო

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. პლანეტების ხელსაყრელი განლაგების წყალობით სირთულეებს და უსიამოვნებებს არ უნდა ელოდოთ. ეცადეთ, სამსახურის თუ პირადი ცხოვრების პრობლემები ცოტა ხნით დაივიწყოთ და მთელი დრო საყვარელ საქმიანობას დაუთმოთ. პერსპექტიულ შეთავაზებაზე უარს ნუ იტყვით და ეცადეთ, საჭირო კავშირები შეინარჩუნოთ. შეყვარებული წყვილები ურთიერთობის განმტკიცება შეძლებენ.

ტყუპები

ამ დღეს წარმატება ფინანსურ და შემოქმედებით სფეროში და პირად ცხოვრებაში გელით. ბოლოს და ბოლოს, თქვენი ცოდნა და გამოცდილება სათანადოდ დაფასდება, თუმცა სამსახურში შესაძლებელია კონფლიქტი და დაპირისპირება. სავარაუდოდ, თქვენი წარმატება ერთ-ერთ კოლეგას აღიზიანებს. ამ დღეს ურთიერთობაში ნაკლები გულწრფელობა გამოიჩინეთ და გამოიყენეთ შესაძლებლობები, რომლებსაც ცხოვრება გთავაზობთ.

კირჩხიბი

ეცადეთ, ეს დღე მშვიდად გაატაროთ. სამსახურში ან რომანტიკულ ურთიერთობებში მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უსმინეთ თქვენს შინაგან ხმას და თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხს იპოვით. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ოჯახურ ცხოვრებაში ორმხრივი პრეტენზიები და სადავო საკითხები დაგროვდა, რომლებიც დისკუსიით და კომპრომისით უნდა გადაწყდეს.

ლომი

ხელსაყრელი დღეა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, ძველი ჩანაფიქრი განახორციელოთ. გირჩევთ, საკუთარი გეგმებისა და ოცნებების შესახებ არავის უამბოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, წარმატებას ვერასოდეს მიაღწიოთ. სიყვარულში მცირე იმედგაცრუება გელით. ახალი ნაცნობობა შესაძლოა კამათით და დაპირისპირებით დასრულდეს, ამიტომ გირჩევთ, საღამო სახლში გაატაროთ.

ქალწული

სამსახურებრივი პრობლემების წარმატებით მოგვარებას შეძლებთ, მაგრამ ოჯახურმა პრობლემებმა შესაძლებელია ვითარება ძალიან გაართულოს. ყურადღება მიაქციეთ ხელშეკრულებების სწორად შედგენას და გარიგებების შესრულებას - თქვენი ფინანსური მდგომარეობა მომავალში ამაზე იქნება დამოკიდებული. დაზოგეთ ძალა და ნერვები. გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ გონივრულად დათმობა უფრო შედეგიანია, ვიდრე სიჯიუტე.

სასწორი

აჩქარებამ და რაც შეიძლება მეტის კეთების სურვილმა შეიძლება შეცდომებმა გამოიწვიოს. ეცადეთ, გააზრებულად იმოქმედოთ და საკუთარი მოვალეობები პირნათლად შეასრულოთ. ოჯახურ ცხოვრებაში მოსალოდნელია ნათესავებთან კონფლიქტი. გირჩევთ, გამონახოთ დრო სილამაზის სალონში ან სპორტულ დარბაზში ვიზიტისთვის. პრობლემებზე ნუ იფიქრებთ – ისინი მალე თავისთავად მოგვარდება.

მორიელი

ყურადღება მიაქციეთ თქვენს ემოციურ მდგომარეობას, ნაკლები ინერვიულეთ და მეტი იმხიარულეთ. მომხდარს უფრო მშვიდად შეხვდით. ვარსკვლავები ახალ, საინტერესო ნაცნობობას გპირდებიან, რომელიც თქვენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას და ნაჩქარევ შესყიდვებს ერიდეთ.

მშვილდოსანი

ეცადეთ, შიდა რესურსები რაციონალურად გამოიყენოთ და ძალები დაზოგოთ. ყველა შეთავაზებას ნუ დათანხმდებით, რათა თაღლითების მსხვერპლად არ იქცეთ. მოსალოდნელია რომანტიკული ურთიერთობის დასაწყისი, რაც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და იმუნიტეტის ამაღლებაზე. დროა, პროფილაქტიკური მკურნალობისთვისაც მოიცალოთ.

თხის რქა

წინააღმდეგობრივი დღეა. მოსალოდნელია უცნაური და გაუთვალისწინებელი მოვლენები. შესაძლოა, მეგობრებს თქვენი რჩევა და მხარდაჭერა დასჭირდეთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. ხელსაყრელი დროა, რომ მავნე ჩვევებზე უარი თქვათ, ჯანსაღი ცხოვრება დაიწყოთ და პროფილაქტიკური მკურნალობის კურსი ჩაიტაროთ.

მერწყული

მერწყულს ბიზნესსფეროში წარმატება ელოდება. სამსახური დიდ დროს და ყურადღებას მოითხოვს, რამაც შეიძლება ოჯახში პრობლემები გამოიწვიოს. მარტოხელა მერწყულებს სასიყვარულო თავგადასავალი და ემოციების ზღვა ელით.

თევზები

საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია პრობლემები. მათი რჩევები თუ შენიშვნები იმდენად გაღიზიანებთ, რომ მზად ხართ თოფის წამალივით იფეთქოთ, მაგრამ ამის გაკეთება არ შეიძლება. ხვალ მომხდარის შესახებ აზრს შეიცვლით. სამსახურში ყველაფერი კარგადაა და თქვენი მატერიალური კეთილდღეობა ძლიერდება. საკუთარ ცხოვრებაში სიახლეების შეტანის ნუ შეგეშინდებათ. საღამოს ეცადეთ, ემოციურად მოდუნდეთ და ბოლო დღეების პრობლემები დაივიწყოთ. თბილი აბაზანა, მასაჟი ან საღამოს მშვიდი სეირნობა სტრესისგან გაგათავისუფლებთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა