თეგებით ძიება

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

თუ წარმატების მიღწევა გსურთ, მიმდინარე მოვლენებს სერიოზულად უნდა მოეკიდოთ. დაგროვილი პრობლემების გადაჭრის სურვილი არ გაქვთ, რაც საყვარელ ადამიანებთან და კოლეგებთან კონფლიქტს გამოიწვევს. ეცადეთ, უკმაყოფილება არ შეიმჩნიოთ, თორემ სკანდალს თავს ვერ აარიდებთ. სიზარმაცის შეტევებს თუ არ მოერიეთ, ძალიან გაგიჭირდებათ.

კურო

ეცადეთ, საკუთარ შეხედულებებს გადახედოთ და გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მიდგომები შეცვალოთ, რათა საკუთარი მოვალეობები უფრო წარმატებით შეასრულოთ. შეიძლება ამის გაკეთება რთულია, მაგრამ თქვენი პროფესიული წარმატება ამ ტრანსფორმაციაზეა დამოკიდებული. ამ დღეს მნიშვნელოვანია ახალი ინფორმაციის შესწავლა. პროფესიული თვალსაზრისით, ხელსაყრელი დღეა, თუმცა სწრაფი შედეგის იმედი ნუ გექნებათ.

ტყუპები

წარმატების მისაღწევად მეტი უნდა იაქტიუროთ და ნაკლები შეცდომა დაუშვათ. ხელსაყრელი დროა პარტნიორთან ერთობლივი ბიზნესის დასაწყებად. სიფრთხილე გამოიჩინეთ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობაში - რომელიღაც მათგანი თქვენს გამოყენებას ეცდება. უმჯობესია, საღამო საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ ან სტუმრები მოიწვიოთ. შესაძლოა, საღამოს მიმზიდველი ადამიანი გაიცნოთ, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

კირჩხიბი

ამ დღეს მთელი ყურადღება უნდა გადაიტანოთ საკითხებზე, რომლებიც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. ნურავის დაჰპირდებით იმას, რისი შესრულებაც არ შეგიძლიათ. ხელსაყრელი დღეა რომანტიკული ნაცნობობისთვის. ეცადეთ, ოჯახური მოვალეობები მინიმუმამდე შეამციროთ და საკუთარ გრძნობებში გაერკვეთ, რადგან შეიძლება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ.

ლომი

დაძაბული და მოვლენებით დატვირთული დღეა, თუმცა კომპრომისისთვის მზად ხართ და ეს ძალიან გამოგადგებათ. ეცადეთ, ურთიერთობებში მეტი იაქტიუროთ და ინიციატივა გამოიჩინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სარისკო ოპერაციებისგან თავი შორს დაიჭიროთ და ზედმეტი ვალდებულების აღებაზე უარი თქვათ. სიტუაციის არასწორად შეფასების ან დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო პრობლემები გელით.

ქალწული

ამ დღეს საინტერესო ნაცნობობა გელით. ახლა მნიშვნელოვანია, რომ წარსული გამოცდილება გაითვალისწინოთ და შეცდომები არ დაუშვათ. ნუ იქნებით ეგოისტი - დროა, სხვა ადამიანების სურვილები და საჭიროებები გაითვალისწინოთ. მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრისას უფრო მტკიცე და პრინციპული უნდა იყოთ. არ დანებდეთ, თუნდაც პრობლემა ძალიან სერიოზული ჩანდეს. მოერიდეთ დიდ შესყიდვებს, განსაკუთრებით კრედიტით.

სასწორი

ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო ენერგია, აურა და იმუნიტეტი იზრდება. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ეცადეთ არ აჩქარდეთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ამ დღეს წესები არ უნდა დაარღვიოთ და გეგმები არ უნდა შეცვალოთ. თავდაჯერება და შეუპოვრობა წარმატებამდე მიგიყვანთ. ეცადეთ, წარსულისგან გათავისუფლდეთ და მომავლისკენ ნაბიჯი გადადგათ. ყველა შეთავაზება, რომელსაც დღეს მიიღებთ, ფრთხილად განხილვას მოითხოვს.

მორიელი

თქვენი თავშეუკავებლობა და უხეშობა შეიძლება ნათესავებთან და მეგობრებთან დაპირისპირების მიზეზი გახდეს. ეცადეთ, ურთიერთობებში მეტი თავშეკავება და კეთილგანწყობა გამოიჩინოთ. ხელსაყრელი დროა ახალი ცოდნის მიღების, პროფესიული უნარების გაუმჯობესებისა და თვითგანვითარებისთვის. სამსახურის მაძიებლებს საინტერესო შეთავაზებები ელით.

მშვილდოსანი

თუ თქვენს ცხოვრებაში დიდი ხანი ყველაფერი ერთ ადგილზეა გაყინული, ამ დღეს შანსი გაქვთ, რომ ნაბიჯი წინ გადადგათ. ეცადეთ, საგნებისა და მოვლენების მიმართ დამოკიდებულება შეცვალოთ და სირთულეების ნუ შეგეშინდებათ. პიროვნული თვისებების წყალობით თქვენ მიმართ კეთილად განეწყობიან პარტნიორები და ის ადამიანებიც კი, რომლებთანაც ადრე ურთიერთობას ვერ აწყობდით.

თხის რქა

ეცადეთ, თქვენი ენერგია რაციონალურად გამოიყენოთ და უპირატესობა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს მიანიჭოთ. ამ დღეს გუნდური მუშაობა ინდივიდუალურზე უფრო წარმატებული იქნება. ნუ ეცდებით, რომ საკუთარი სიმართლე აგრესიით და ზეწოლით დაამტკიცოთ და მოერიდეთ საკუთარი სურვილების სხვებისთვის თავზე მოხვევას. კარგი იქნება, თუ საკუთარ ფიქრებსა და მიზნებში გაერკვევით, რათა ყველანაირი მოულოდნელობისთვის მზად იყოთ.

მერწყული

გამორიცხული არ არის, რომ თქვენს ცხოვრებაში დაბრუნდეს ადამიანი წარსულიდან, ისევ მისი გავლენის ქვეშ მოექცეთ და ძველი შეცდომები გაიმეოროთ. ხელსაყრელ საქმიან წინადადებას ნებისმიერი პირობით დათანხმდით. ასეთ შემთხვევაში შეძლებთ, რომ მატერიალური მდგომარეობა გაიმტკიცოთ. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები მოსალოდნელი არ არის, გირჩევთ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ, სპორტით დაკავდეთ და სუფთა ჰაერზე ისეირნოთ.

თევზები

ამ დღეს თუ არ იზარმაცებთ, ურთულესი პრობლემის გადაჭრას შეძლებთ. ეს შესაძლებლობების დღეა და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, გამოიყენებთ თუ ვერა. მოსალოდნელია რომანტიკული პაემანი, რომელიც დიდხანს გემახსოვრებათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა